მსოფლიო ზელიმხან ხანგოშვილის იგივე თორნიკე კ.ს მკვლელობის საქმეზე სანდრა რულოვსი გამოკითხეს 2020, 13 დეკემბერი, 21:13 „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა სანდრა რულოვსი ტელეფონით გამოკითხეს.
როგორც გამოცემა წერს, ბერლინის ცენტრში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამ გერმანიასა და კრემლს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია. გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლებმა დიდი ხნის წინ განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეში რუსეთის სპეცსამსახურებს მოიაზრებენ. სავარაუდოდ, სწორედ მათთან იყო დაკავშირებული ცხელ კვალზე დაკავებული მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ კ.
როგორც მედიასაშუალება იუწყება, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვან მოწმეებს შორის დაასახელეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. მედიის ცნობით, რულოვსი მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას აპირებდა.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ რულოვსმა გერმანიაში ჩასვლაზე უარი განაცხადა, რის გამოც ის ტელეფონით გამოკითხეს.
პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კრასიკოვს თანამზრახველი ჰყავდა და ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი რომან დემიანჩენკოა. ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ყოფილი პირველი ლედის - სანდრა რულოვსის გერმანიის პროკურატურაში დაბარების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და ტელეკომპანია „დოიჩე ველეს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დამაფიქრებელი უწოდა. ნიკოლეიშვილი გამოთქვამს ინტერესს - რა კავშირი აქვს ამ გადაწყვეტილებას გიორგი გაბუნიას რიტუალურ მკვლელობასთან დაკავშირებით უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ ვერსიასთან. ამ ვერსიის თანახმად კი, როგორც ექსპერტი განმარტავს, "მიშა სააკაშვილმა სწორედ სანდრა რულოვსის და მალხაზ მაჩალიკაშვილის (ვახა ტერლოევი) მეშვეობით დაუკვეთა გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჩეჩენ ბოევიკებს, რათა საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის ხალხის მასობრივი მღელვარება გამოეწვია". "გერმანიის შესაბამისი ორგანოები საკმაო სერიოზულობით გამოირჩევიან’’, - აღნიშნავს ნიკოლეიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ სანდრა რულოვსის დაკითხვამ, შესაძლოა, დიდი კვანძი გახსნას. 124 1-ს მოსწონს
|