ასტროლოგია ყველაფერი კუროს შესახებ: საინტერესო ფაქტები და განსაკუთრებული თვისებები 2021, 21 იანვარი, 9:28 კუროები ზუსტად 20 აპრილიდან 20 მაისამდე პერიოდში იბადებიან. ჩვეულებრივ, მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებები არიან. ყველაფერს აუჩქარებლად აკეთებენ, სწრაფი და მკვეთრი ცვლილებები არ უყვართ, გადაწყვეტილებას პანიკის გარეშე, მშვიდად იღებენ.
![]() ნიშნის თვისება: ფიქსირებული ჰოროსკოპში მართავს მე–2 სახლს, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსურ შესაძლებლობებზე, ფულის გამომუშავების მეთოდებზე, მატერიალურ სამყაროში გადარჩენაზე. დადებითი თვისებები: საიმედოობა, პროგნოზირებადობა, შრომისმოყვარეობა, კარგი გემოვნება, მზრუნველობა, სტუმართმოყვარეობა, გამძლეობა, მოვალეობის გრძნობა, წინდახედულობა. უარყოფითი თვისებები: სიჯიუტე, მატერიალიზმი, სიხარბე, მომთხოვნებლობა, მოსაწყენი, ზედმეტისკენ მიდრეკილება, სიზარმაცე. ![]() კიდევ 15 საინტერესო ფაქტი კუროს შესახებ: ფაქტი 1: საუკეთესო სამყარო კუროსთვის – სტაბილური და პროგნოზირებადი ატმოსფერო, როცა ყველაფრის დაგეგმვა და პუნქტების თანდათანობით დახურვა შეიძლება. ფაქტი 2: კუროს დიდი მგრძნობელობა ახასიათებს, როგორც წესი, შეხების გრძნობა განვითარებული აქვს. მისთვის მთავარია ყველაფრის შეგრძნება და შეხება. სამყაროს პირველ რიგში სწორედ ასე შეიცნობს. ფაქტი 3: კუროს ხშირად ზედმეტ სიზარმაცეში ადანაშაულებენ. მას კომფორტი და სიმყუდროვე უყვარს. თუ საკუთარი სახლი ექნება, სახლის კედლებში დროს სიამოვნებით გაატარებს. ![]() ფაქტი 5: ერთ–ერთი ყველაზე ჯიუტი ნიშანია. ძლიერი ნებისყოფა აქვს და თუ რამეს აკეთებს, საფუძვლიანად აკეთებს. ფაქტი 6: საკმაოდ კეთილი და მშვიდობისმოყვარე არსებაა. რომ გააბრაზოთ, კარგად უნდა სცადოთ. ხოლო თუ გააბრაზებთ, სჯობს კარგად დაიმალოთ! ფაქტი 7: სწავლა დიდად არ უყვარს, მაგრამ თუ რამემ გაიტაცა, მზადაა იშრომოს და ახალი აითვისოს. ცოდნას ნელა აგროვებს. ნებისმიერ საქმეში უფრო პრაქტიკა უყვარს, ვიდრე თეორია. მიღებულ ცოდნას დიდხანს ინარჩუნებს. ![]() ფაქტი 9: კარგი გემოვნება აქვს, ლამაზად იცვამს და ირთვება. ფაქტი 10: მესაკუთრე და ეჭვიანია, მეტოქეს ვერ იტანს. ფაქტი 11: ესთეტია, ლამაზი ნივთები მოსწონს და ნამდვილ ხელოვნებას აფასებს. ფაქტი 12: შრომისმოყვარეა, მაგრამ ენერგიას ტყუილად არ დახარჯავს, თუ ცხად შედეგს ვერ ხედავს. კურო ქალებში ბევრია შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლები (პარიკმახერები, კოსმეტოლოგები, ჰენდმეიდ ხელმძღვანელები და ა.შ.), კურო კაცები ხშირად ფინანსურ სფეროში მუშაობენ და, როგორც წესი, შემოსავლის მხრივ აზარტულები არიან. ![]() ფაქტი 14: კამათი არ უყვარს, მაგრამ სურს, რომ ყოველთვის მასთან შეათანხმონ. ჯიუტი და შეუპოვარია, მკაფიო არგუმენტების პოვნას ახერხებს, რომ საკუთარი აზრი დაიცვას. თუმცა ცხელ გულზე კამათი არ უყვარს. ფაქტი 15: სუსტი ადგილი: ყელი, ფარისებრი ჯირკვალი, ქვედა ყბა, ყური, ხერხემალზე კისრის ნაწილი. სურდო და ჰორმონალური ბალანსის დარღვევები ხშირად აწუხებს. პასიური ცხოვრების წესის და კალორიული საკვებით გატაცებისას წონაში სწრაფად იმატებს. თუმცა ჭარბი წონის პრობლემები კაცებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში, სავარაუდოდ, ისინი სხეულის ფორმებზე ზრუნავენ. ასევე დაგაინტერესებთ: რა არ უყვართ ადამიანებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს? ![]() 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ასაკთან ერთად უფრო ლამაზი ხდება ![]() გამოიცანით ყველაზე ძუნწი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ![]() ზოდიაქოს ნიშნების ბნელი სტიქია ![]() ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ესა თუ ის დამოკიდებულება გააჩნია, შეამოწმეთ! ![]() 218 1-ს მოსწონს |