ტექნოლოგიური სიახლეები ელექტრომობილები - ფაქტები,რომელიც შესაძლოა მათ შესახებ არ იცით 2021, 20 იანვარი, 20:37 1.ელექტრომობილის კონცეფცია ახალი არაა. ყველაზე პირველად ელექტრომობილი შექმნა ინგლისელმა გამომგონებელმა, თომას პარკერმა, 1884 წელს. 1897 წლიდან ლონდონში, ასევე, მოქმედებდა ელექტრო ტაქსების პარკი. ბენზინისა და დიზელის ტექნოლოგიამ უკან დასწია ელექტრომობილები, თუმცა თანამედროვე ეპოქაში კვლავ პოპულარული ხდება.
2.ავტომობილი Nissan Leaf მიიჩნევა ყველაზე პოპულარულ ელექტრომობილად. გამოშვებიდან, 2010 წელსვე გაიყიდა მისი 400 000 ეგზემპლარი.
3.ტესლას ელექტრომობილების საინტერესო თავისებურებად, სიახლედ მიიჩნევა სპეციალური ფუნქცია შინაური ცხოველებისათვის, "ძაღლების რეჟიმი". მძღოლს შეუძლია, არეგულიროს და შეუქმნას ოპტიმალური ტემპერატურა ელექტრომანქანაში განთავსებულ შინაურ ცხოველს.
4.კილომეტრების დამატება თქვენი არჩევანია - ყოველი დამუხრუჭებისას ენერგია უბრუნდება ელემენტს.
5.მწვანე სანომრე ნიშნები;
6.შეგიძლიათ, მიაწოდოთ ელექტროენერგია სახლს ელექტრომობილიდან. იგი შეიძლება, გამოვიყენოთ, როგორც ბატარეა ბორბლებზე.
7. მსოფლიოში ყოველ 10 წუთში რეგისტრირდება ახალი ელექტრომობილი.
სტატიას ნუ მოიპარავთ!!! 208 შეფასება არ არის
|