x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
XIX საუკუნეში ჟურნალისტი სპეციალურად დაწვა ფსიქიატრიულ კლინიკაში, რათა ხალხისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ აწამებდნენ იქ ქალებს

image


1887 წელს ჟურნალისტმა ნელი ბლეიმ (Nellie Bly) უპრეცენდენტო ექსპერიმენტი ჩაატარა, რითაც ბევრს აუხილა თვალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს შესახებ და ცნობილიც გახდა.image

გაზეთმა New York World ნელის ფარული გამოძიება შესთავაზა, რის მიხედვითაც ქალს თავი შეშლილად უნდა მოეჩვენებინა, რათა ნიუ იორკში, კუნძულ ბლექველის ქალთა ფსიქიატრიული საავადმყოფოს საშინელი პირობები გამეეშკარავებინა. ჟურნალისტი დათანხმდა.


მოგვიანებით ნელიმ დაწერა წიგნი საკუთარი გამოცდილების შესახებ «Ten Days In A Mad-House» ( 10 დღე საგიჟეთში).image


იმისათვის, რომ თავი შეშლილად მოეჩვენებინა, ნელი დღეების განმავლობაში ვარჯიშობდა. სახლში არეულობას აწყობდა, სარკეში ვარჯიშობდა სახის “შეშლილ" მიმიკებზე და დაბანაზეც კი უარი თქვა. როდესაც ჩათვალა, რომ უკვე მზად იყო, ის დარეგისტრირდა ე. წ. დროებით სახლში ნელი ბრაუნის სახელით, სადაც მისთვის თვალყური უნდა ედევნებინათ.image


ნელის დიდი დრო არ დსჭირვებია იმისთვის, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაეყვანათ. სწორედ იქ დაიწყო მისი ექსპერიმენტი.image

ჟურნალისტმა ფსიქიატრიულ კლინიკაში 10 დღე გაატარა, იმან რაც იქ დაინახა შოკში ჩააგდო. მაშინ, როდესაც მოცემულ კლინიკასი ჯანმრთელი შევიდა, იქიდან შიშით და საშინელი გრძნობით გამოვიდა.image

აი რა საშინელებები აღწერა ნელიმ თავის წიგნში:

1. პაციენტები ყოველთვის სიცივეში იყვნენ და კანკალებდნენ. ისინი გამუდმებით სთხოვდნენ პერსონალს რამე თბილი მიეცათ, მაგრამ ყოველთვის უარს იღებდნენ.

2. ქალებს სცემდნენ თუკი ბრძანებეს არ დაემორჩილებოდნენ.


3. არ იყო არანაირი უსაფრთხოების ნორმები ხალხის დასაცავად. თუკი კლინიკაში ხანძარი გაჩნდებოდა, ქალებს შესაძლებლობა არ ექნებოდათ ოთახებიდან გამოსვლის და ცოცხლად დაიწვებოდნენ.

4. ზოგიერთი პაციენტი დაბმული იყო და მათ ყურადღებას არავინ აქცევდა.

image


წიგნში ყველაზე საშინლად ჟურნალისტმა საკვები მოიხსენია. დაწერა, რომ მხოლოდ ცივ პურის ნაჭერს და კარაქვს აძლევდნენ, რომელიც საკვებად უვარგისი იყო და რომ ერთხელ მასში მკვდარი ობობაც კი იპოვა. საკვებზე უარის თქმის შემთხვევაში კი სასჯელად ისევ ცემა იყო.image


ამაზე უარესი კი პაციენტების დაბანა იყო. მათ აიძულებდნენ, სხვა ქალების თანდასწრებით გაეხადათ და ყინულივით ცივ წყალში დაებანათ.image

პაციენტები დილის 6 დან 8 საათამდე ვალდებულები იყვნენ სკამებზე მსხდარიყვნენ გაუნძრევლად. არ ჰქონდათ დალაპარაკების, რამის ხატვის ან წერის უფლება. ნელი წერდა, რომ ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი, იქიდან უკვე დაავადებული გამოვიდოდა.image


საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ნელის მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ყველაფერი მოეყოლა ამ საშინელებების შესახებ. მან თავისი გამოცდილების შესახებ წიგნი დაწერა, რომელიც უმალვე ნამდვილი სენსაცია გახდა. მთავრობამ 850 000 აშშ დოლარით გაზარდა საზოგადოების საქველმოქმედო საქმისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბიუჯეტი და ასევე გადაწყვიტა, რომ მომავალში ასეთ დაწესებულებებში მხოლოდ მძიმედ დაავადებული პაციენტები განთავსდებოდნენ.

image



0
226
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0