x
image
მადამ ფისუნია
ნუცა ღოღობერიძე - პირველი ქალი რეჟისორი საქართველოში

imageნუცა ღოღობერიძე ყველასათვის კარგად ცნობილი ლანა ღოღობერიძის დედაა, მისი ქალიშვილობის გვარია ხუციშვილი. იგი იყო პირველი ქალი რეჟისორი საქართველოში და საბჭოთა კავშირშიც. კარიერის განმავლობაში სულ სამი ფილმის შექმნა მოასწრო. ღოღობერიძის ბოლო, მესამე ფილმი ''უჟმური''დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1934 წლის ბოლოს გამოვიდა ეკრანებზე, თუმცა ცენზურამ ის მალევე გააქრო ისე, თითქოს არც არსებობდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ნუცას შევიწროება ქმრის, ლევან ღოღობერიძის გამო, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს (და რომელიც მანამდე თავად იყო ის პიროვნება ვინც სხვებს ხვრეტდა). თავად ნუცა კი კინოდან გააძევეს და მეგობრებმაც კი მიატოვეს.1937 წლის მიწურულს კი დააპატიმრეს და ათი წლით გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში. ბანაკიდან დაბრუნებულ ნუცას აღარ უცდია კინოში მუშაობის გაგრძელება.ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა და რამდენიმე წელიწადში სამ აკადემიკოსთან ერთად, არნოლდ ჩიქობავას ინიციტივით, განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ერთ-ერთი შემდგენელი გახდა.

0
92
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0