კულტურა უნგრეთის ღვინის მარნები, რომლებიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია 2021, 20 იანვარი, 11:41 ![]() უნგრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი–ტოკაი, ჯერ კიდევ რომის იმპერიის პერიოდიდან მისდევს მეღვინეობას. ტოკაის ღვინო მთელს ევროპაში პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ლუდოვიკო XIV-მ ტრანსილვანიის პრინცისგან საჩუქრად დიდი რაოდენობით ღვინო მიიღო. ასეთი ძვირფასი საჩუქრით აღტაცებულმა ლუდოვიკო XIV-მ აღნიშნული ღვინო "მეფეების ღვინოდ" და "ღვინოების მეფედ" გამოაცხადა. შედეგად ტოკაის ღვინო ვერსალში მთავარი სასმელი გახდა, რომელიც ცნობილი იყო სახელწოდებით "ტოკაი". ![]() ასწლეულობით ღვინის წარმოებამ ამ რეგიონის ლანდშაფტი შეცვალა-გაჩნდა ვენახები, ფერმები, სოფლები და პატარა ქალაქები ღრმა ღვინის მარნებით და სარდაფებით, რომელიც ხელით გამოკვეთეს ვულკანურ ქანებში. იგი უზრუნველყოფს მუდმივ ტემპერატურას 10-12 გრადუსის ფარგლებში. სარდაფები გადახურულია სპეციალური მიწით, რომელიც დაძველების პროცესში იცავს მას ალკოჰოლის აორთქლებისგან და ინარჩუნებს ტენიანობას 85-90% ფარგლებში, რაც ტოკაის ღვინის დაძველებისთვის იდეალურ პირობებს წარმოადგენს. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ღვინის სარდაფები ჰერცეგკუტში: ისინი გამოკვეთილია ბორცვებში და სამკუთხა შესასვლელი აქვს, ხოლო სახურავები ამოსული ბალახითაა დაფარული. ეს ყველაფერი ჰობიტების პატარა სახლების ასოციაციას ქმნის. ![]() სარდაფები გარედან კი ჩანს პატარა, თუმცა მათი სიღრმე 10-დან 40 მეტრამდეა. ზოგიერთი მათგანი მიწისქვეშ განტოტვილია და მრავალდონიან სისტემას ქმნის. სარდაფები სოფლის მაცხოვრებლებს ეკუთვნის. ამბობენ, რომ ჰერცეგკუტში ყოველ სახლზე ერთი სარდაფი მოდის. ![]() ![]() 2002 წელს ტოკაის რეგიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა. ![]() ![]() იხილეთ ასევე:1. ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს ![]() 2. მსოფლიოში სასტუმროების ყველაზე ძვირადღირებული ნომრები ![]() ![]() 4. მსოფლიოში ყველაზე პატარა მოქმედი ციხე, რომელიც კუნძულზე მდებარეობს ![]() 5. იტალიაში გაიხსენეს შავი ჭირი და სასმელების გაყიდვა შუასაუკუნეების სარკმელებიდან დაიწყეს ![]() 6. ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს ![]() 7. რომელია იღბლისა და წარმატების მომტანი თილისმები (მათ შორის უცნაური) და მათი წარმოშობის ისტორია ![]() 429 4-ს მოსწონს
|