x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
წარსულში ნათქვამი პროგნოზები ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომელიც დღეს აბსურდია
image
კაცობრიობა ყოველთვის აღტაცებით და ამავდროულად შიშით შესცქეროდა მომავლის წინასწარმეტყველებებს.
ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადავახედოთ წარსულს, მაშინდელ განცხადებებს და დავრწმუნდეთ, რომ პროგნოზები ტექნოლოგიურ სიახლეებზე რომელზეც წარსულში გამოჩენილი ადამიანები საუბრობდნენ, არც თუ იშვიათად აბსურდული იყო.





1-"დიდი სიჩქარით რკინიგზით მგზავრობა შეუძლებელია, რადგან შემხვედრი ჰაერის ნაკადის გამო მგზავრები ვერ ისუნთქებენ და გაიგუდებიან"-დიონის ლანდნერი, ლონდონის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერების დოქტორი-1830 წელი.



2- "მცდელობა პაციენტს ოპერაციის დროს არ ჰქონდეს ტკივილი არის ქიმერა-რომელზეც რაც უფრო ადრე იტყვი უარს, მით უფრო კარგი, ქირურგის სკალპელი და ტკივილი განუყოფელნი არიან და გააკეთო ოპერაცია უმტკივნეულოდ.აუხდენელი ოცნებაა"-ალფრედ ვილპო- ქირურგი, 1839 წელი.




3-"ხმას მავთულების საშუალებით ვერ გადასცემ და გინდაც ეს მოხერხდეს, ამას არავითარი სარგებელი არ ექნება"-გაზეთი The Boston Post-1865 წელი.




4-"რენტგენის სხივები-ეს მისტიფიკაციაა"-ლორდ კელვინი-მეცნიერი-1900 წელი.



5-"ჰაერზე მძიმე აპარატების ფრენა არამიზანშეწონილია და არა აქვს პრაქტიკული ღირებულება და უფრო გულწრფელადაც, შეუძლებელიცაა"-საიმონ ნიუკომბი, მეცნიერი-1902 წელი.



6-"ცხენები ყოველთვის იქნება, ხოლო ავტომობილები არის სიახლე, დროებითი ახირება"-მიჩიგანის ბანკის პრეზიდენტი-1903 წელი.



7-" მხოლოდ ოცნებაში შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ავტომობილებს მატარებლების მსგავსად შეეძლებათ ადამიანების გადაყვანა შორ მანძილზე"-ამერიკის რკინიგზელთა კონგრესი 1913 წელს.



8-"ვფიქრობ, რომ მთელს მსოფლიოში კომპიუტერზე მოთხოვნა 5 ცალზე მეტი არ იქნება"-თომას უოტსონი.კომპანია IBM-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე-1943 წელი



9-"ტელევიზია დიდხანს ვერ იარსებებს, ხალხს მალე მობეზრდება ხის ყუთზე მიშტერება"-დერილ ზანუკი, კომპანია 20 -th Сentury Studio-ს პროდიუსერი, 1946 წელი


10-" თუ დღეს გამომთვლელი მანქანა იწონის 30 ტონას, არის შანსი, რომ მომავალში მისი წინა ნახევარ ტონამდე შემცირდეს"-ჟურნალი Popular Mechanic-1949 წელი.


10-"არ არსებობს იმის შანსი, რომ კოსმოსურმა თანამგზავრებმა გააუმჯობესოს ტელეფონის, ტელეგრაფის და ტელევიზიის მუშაობა"-ტ.კრავინი-აშშ-ს კავშირგაბმულობის ფედერალური სააგენტოს წევრი.1961 წელი



11-"2005 წლისთვის უკვე ნათელი იქნება, ის რომ ინტერნეტი ისევე იმოქმედებს ეკონომიკაზე, როგორც ფაქსი"-პოლ კრუგმანი, ამერიკელი ეკონომისტი-1998 წელი






0
93
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0