კულტურა ცნობილი ფოტოგრაფის სკანდალური ფოტოები რომლებმაც სრულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო 2021, 18 იანვარი, 18:49 ბრიტანელმა ფოტოგრაფ - პროვოკატორმა ელისონ ჯექსონმა სახელი ცნობილი პოლიტიკოსების, შოუ - ბიზნესის წარმომადგენლებისა და სამეფო ოჯახის წევრთა ორეულების შოკისმომგვრელი ფოტოების გადაღებით გაითქვა, და აქ გასაკვირი თითქოს არც არაფერი იქნებოდა ზოგიერთ მსოფლიო მედია საშუალებას მისი ნამუშევრები სინამდვილედ რომ არ გაესაღებინა. თავად ელისონი სიტუციას შემდეგნაირად განმარტავს:"მე ცნობილი ადამიანების ორეულებს ვეძებ, ვქმნი რეალურთან მიახლოებულ სცენარს, გარემოს, თუმცა სინამდვილეში ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გამოგონილია, მაგრამ თავიდან დამთვალიერებელი ვერ ხვდება დაიჯეროს თუ არა ის. ჩვენ ყველანი ხომ ცოტათი ვუაიერისტები ვართ და გვსურს დავიჯეროთ ის, რასაც გვაჩვენებენ." ჯექსონის თქმით, ის ამაყობს იმ ფაქტით, რომ მისი ფოტოების რეალურისგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია, რაშიც თქვენც თავადაც დარწმუნდებით. დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ ნიჭიერი ფოტოგრაფის სკანდალურ ფოტო - პროექტს, რომელიც მან პერსონალურად ამერიკის 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიუძღვნა, რომლითაც სრულიად მსოფლიო აალაპარაკა.1538 შეფასება არ არის |