სხვა facebook-ის ყველაზე ხნიერი მომხმარებელი 101 წლისაა 2012, 28 აგვისტო, 16:29 დღევანდელ, თანამედროვე ეპოქას ტექნოლოგიების ეპოქას უწოდებენ. დღევანდელ თაობას კი '' facebook''- ის თაობას. სოციალურმა ქსელებმა ღრმად გაიდგა ფესვები თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში და რეალური ურთიერთობებიც კი ჩაანაცვლა. მარკ ცუკერბერგის მიერ შექმნილმა სოციალურმა ქსელმა კი ყველა რეკორდი მოხსნა და პირველი ადგილი დაიკავა პოპულარობისა და მომხმარებლის მიხედვით. ბევრი ხნიერი ადამიანი აკრიტიკებს და არ მოსწონს კომპიუტერში თავჩარგული ახალგაზრდები, მაგრამ როგორც ხედავთ გამონაკლისებიც არსებობენ. ''facebook''-ის ყველაზე ხნიერი მომხმარებელი ფლორენც დეტლორი არც მეტი არც ნაკლები, 101 წლისაა, იგი თავს მშვენივრად გრძნობს და სურათებზე მიღებულ გამოხმაურებებსაც ხალისით პასუხობს. ფლორენცი კალიფორნიელია და უნივერსიტეტი 1938 წელს დაამთავრა ლოს ანჯელესში. თავისი ასაკის მიუხედავად იგი განაგრძობს ცხოვრებით ტკბობას და აქტიურად ატარებს სიცოცხლის დარჩენილ დროს. 31 7-ს მოსწონს
|