x
image
თორნიკე55
პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება

ნავალნიმოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ელოდებიან, პოლიციაა განლაგებული

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ეს მისი პირველი ვიზიტია სამშობლოში, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ნერვული აგენტით მოწამლეს.

ნავალნი მძიმედ ავად გახდა რუსეთის შიდა ავიარეისზე, 20 აგვისტოს და პირველ ეტაპზე მას ორი დღის განმავლობაში ციმბირის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, შემდეგ გერმანიაში გაამგზავრეს.

სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში" 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში ბერლინის შარიტეს კლინიკის ექიმები დეტალურად აღწერენ სიმპტომებს, რომლებიც ნავალნის მათ კლინიკაში მოხვედრისას აღენიშნებოდა. "გერმანიის შეიარაღებული ძალების ლაბორატორიამ, რომელის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ეგიდით მუშაობდა, შარიტეში პაციენტის მოხვედრისთანავე აღებული სისხლის სინჯში დაადგინეს ორგანული ფოსფორის ნერვული აგენტი "ნოვიჩოკის" ჯგუფიდან" - ვკითხულობთ დასკვნაში.

სტატია მომზადებულია ინტერპრესნიუსის მასალების მიხედვით

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0