უდიდესი ინგლისელი დრამატურგის, უილიამ შექსპირის თემებზე სხვადასხვა ქვეყნისა, თუ ეპოქის კომპოზიტორებს შექმნილი აქვთ მუსიკალური ნაწარმოებები. პეტრე ჩაიკოვსკის უვერტიურა-ფანტაზია "რომეო და ჯულიეტა", შარლ გუნოს ოპერა "მონტეკები და კაპულეტები", ჯუზეპე ვერდის ოპერები "ოტელო" და "ფალსტაფი", სერგეი პროკოფიევის ბალეტი "რომეო და ჯულიეტა", ალექსი მაჭავარიანის ბალეტი "ოტელო" და სხვა.