x
image
თუთიკო ბერძენა
ყველაზე საშიში წინასწარმეტყველური სიზმრები, რომლებიც რეალურად ახდა

image


ძილის მოთხოვნილება ადამიანისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საკვებისა და წყლის. ძილში მთელი ცხოვრების დაახლოებით მესამედი გადის. ძილის გარეშე ადამიანი 10-12 დღეში კვდება. ძილი ხელს უწყობს სხეულისა და ტვინის დასვენებას. მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა ძილი იმით, რომ ძილში პარალელური სივრცეების პორტალები იხსნება, საიდანაც სიზმრები გვსტუმრობენ. ეს ხდება სწრაფი ძილის დროს, როცა ტვინი განსაკუთრებით ინტენსიურად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი არ მოძრაობს და ვერ აცნობიერებს გარემოს.


ცნობილია, რომ სიზმრებში ადამიანები, როგორც წესი, ხედავენ თავიანთი აზრების, პრობლემების, სურვილების ანარეკლს. ამ სურათებში შერეულია ბოლოროინდელი მოგონებები, რომლებიც ზოგჯერ გასაოცარ და ნათელ სიზმრებს ქმნიან. როგორც ფროიდი მიიჩნევდა, სიზმრებში ჩვენ ვნახულობთ იმ სურვილებს, რომელთა დაკმაყოფილებაც ვერ შევძელით. ასეთმა სურვილებმა სწორედ
სიზმრად გადაინაცლეს. ამასთან, არსებობს მოვლენათა წინმსწრები სიზმრები, რომელთაც ახსნასაც მეცნიერები დღემდე ვერ ახერხებენ. ადამიანი ხედავს მოვლენებს, რომლებიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მოხდება.


ამერიკის პრეზიდენტ ლინკოლნს გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე დაესიზმრა, რომ თეთრს სახლში კუბო იდგა. კითხვაზე, ვინ წევს მასში, უპასუხეს, რომ პრეზიდენტი. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ, იგი მოკლეს თეატრში სტუმრობისას.



წინასწარმეტყველურ სიზმრებს ჩვეულებრივი ხალხიც ხედავს. ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ა. ფორდმა ერთ-ერთი ეპიდემიის აფეთქების დროს სიზმარში ნახა იმ კოლეგების სია, რომლებიც ამ დაავადებით დაიღუპნენ. სიზმარი დადასტურდა. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი კატასტროფის დაწყებამდე ზოგიერთმა მუშამ სიზმრად ნახა ავარიის ამსახველი სურათები. რამდენიმე თვის შემდეგ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ეს მათ სიზმრის აღწერისას წინმსწრებად უამბეს ადამიანებს.

ყველამ ვიცით, რომ მენდელეევმა პერიოდული სისტემა სიზმარში ნახა, ხოლო ელიას ჰოუმ სიზმარში დაინახა ზუსტად როგორ უნდა შეექმნა საკერავი მანქანა.


ენთუზიასტებმა შეაგროვეს სიზმრბის სტატისტიკა და დაინახეს, რომ კატასტროფისას ამა თუ იმ ტრანსპორტში გაცილებით ნაკლები მგაზვრია, ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმე.. ამის ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს მხოლოდ წინასწარმეტყველური სიზმრები, რომლებიც აფრთხილებენ ადამიანებს შესაძლო კატასტროფის შესახებ.


ზოგჯერ ადამიანი სიზმარში ხედავს ისეთი სტიქიის სურათებს, რაც მისგან შორ დისტანციაზეც ამხდარა. მაგ, 1978 წელს აშშ-ს მკვიდრმა დევიდ ბუთმა ნახა სიზმარი რომელშიც მან დაინახა თვითმფრინავი, რომელიც ვარდებოდა ო ჰარის აეროპორტიდან. მან დარეკა აეროპორტში გასაფრთხილებლად, მაგრამ შეშლილად მიიჩნიეს და არ დაუჯერეს. ხოლო როდესაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბოტს თითქმის ბრალი დასდეს ტერორიზმში.

ალექსანდრე კაპლანი, რომელიც თავის ტვინის მახასიათებლებს შეისწავლის, არ უარყოფს წინასწარმეტყველური სიზმრების შესაძლებლობას. მისივე თქმით, მომავალი მოვლენების პროგნოზირება არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ტვინის ერთ-ერთი ფუნქციაა. ასეთი პროგნოზირება შესაძლებელია ჩვეულებრივ, ფხიზელ მდგომარეობაშიც, მაგრამ სიფხიზლისას უამრავი რამაა ყურადღების გასაფანტად, ხოლო ძილის დროს ტვინი თავისუფალია ზედმეტი გამღიზიანებლებისგან და მხოლოდ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციაზე ახდენს კონცენტრირებას.

image

ჰიპოთეზით, რომელიც წამოაყენა აკადემიკოსმა ლეონიდ პრისჩეპამ, მთელი სამყარო აგებულია ელექტრო-მაგნიტური ურთიერთქმედების ფუნდამენტური კანონების საფუძველზე. ირგვლივ ყველაფერს დაკავშირებულია ერთმანეთტან, რადგან შედგება საერთო მასალისგან, რომელიც შექმნილია დიდი აფეთქების შედეგად. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის ტვინს შეუძლია მიიღოს სიგნალები ჯერ კიდევ არმომხდარი მოვლენების შესახებ. ამავე დროს, რიგი მკვლევარები აღიარებენ გარკვეული ენერგო – ინფორმაციული ველის არსებობას, რომელიც ინახავს ინფორმაციას ყველაფრის შესახებ, რაც მოხდა ან მომავალში მოხდება. მძინარე ადამიანი როგორღაც უკავშირდება ამ ველს და იღებს ინფორმაციას მომავალი მოვლენების შესახებ. ეს ვერსია ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული ფაქტებით.

1
131
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
131
  
2021, 17 იანვარი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1