x
image
თუთიკო ბერძენა
რატომ დაასრულეს სიცოცხლე წარმატებულმა და მდიდარმა ადამიანებმა თვითმკვლელობით?
image

წარმატება ყველაფერში ერთდროულად შეუძლებელია. ვიღაც პროფესიულადაა წარმატებული, აქვს კარგი სამსახური, უჭირავს თანამდებობა, აქვს შესაშური შემოსავალი, ვიღაც პირად ცხოვრებაშია წარმატებული- სიყვარულში, ჰყავს კარგი შვილები, ქმარი/ცოლი.
ბედნიერება რომ უფრო პირადი ცხოვრებით განისაზღვრება და არა კარიერული წინსვლით, დიდი შემოსავლით, სიმდიდრით, ამაში ადვილად დავრწმუნდებით, როცა იმ მდიდარი და წარმატებული ადამიანების ნუსხას გავეცნობით, რომელთაც თავი მოიკლეს.

საოცარია, რომ მსახიობი რობინ უილიამსი, რომელიც კომედიური ჟანრის ფილმებით ყველას გვახალისებდა და გვართობდა, 2014 წელს თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მერლინ მონრო, რომელიც დღემდე კინოს ნამდვილ ვარსკვლავად და სექსუალობის სიმბოლოდ ითვლება, თვითმკვლელ ცნობილ ადამიანთა სიის თავშია. მან ბარბიტურატების გადაჭარბებული დოზით მოიკლა თავი. მერლინი მიიჩნევდა, რომ უბედური იყო მისი ტრაგიკული სიყვარულის გამო. მის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით უამრავი მითი და ლეგენდა გავრცელდა. საინტერესოა, რომ თაყვანისმცემლებს "ერჩივნათ" იგი მოკლული ყოფილიყო, ვიდრე თვითმკვლელი.

image

პროფესიონალმა ფეხბურთელმა ჯოვან ბელჩერმა ჯერ სყვარელი გოგონა დაცხრილა გოგონას დედის თვალწინ, შემდეგ კი სტადიონზე გაიქცა და ტრენერისა და მენეჯერის თვალწინ თავი მოიკლა. გვამის გაკვეთის ნიადაგზე აღმოჩნდა, რომ მრავალი სპორტული ტრავმის გამო თავის ქრონიკული ენცეპალოპათია ჰქონდა.

imageქანთრის ჟანრის მომღერალმა მინდი მაკრიდიმ 2013 წელს საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი. 2000 წლისთვის წარმატებული მომღერალი საკმაოდ დიდი ფინანსური შემოსავლების მქონე იყო. თვითმკვლელობის მცდელობა სიკვდილამდე კიდევ ერთხელ ჰქონდა, მაგრამ პირველ ჯერზე გადარჩა. მინდის სიყვარულში არ უმართლებდა.



image

ჯგუფ "ნირვანას" სოლისტმა კურტ კობეინმა 27 წლის ასაკში მოიკლა თავი. კობეინი ნარკოდამოკიდებული იყო და საკუთარი სურვილით არაერთხელ წოლილა სარეაბილიტაციო კლინიკაში. ნარკოტიკებმა იგიო დეპრესიამდე მიიყვანა.


imageცნობილი ბრიტანელი დიზაინერი ალექსანდრ მაკკუინიც თვითმკვლელ წარმატებულ პროფესიონალთა ნუსხაშია. მან კოკაინისა და ტრანკვილიზატორების კოქტეილის მიღების შემდეგ თავი ჩამოიხრჩო თავის საყვარელი ქამრით. როგორც ამბობდნენ, ალექსანდრემ დედის სიკვდილი ვერ გადაიტანა. დედა მას რამდენიმე თვით ადრე ავთვისებიანი სიმსივნით გარდაეცვალა.

imageწარმატებული მსახიობი ლი ტომპსონ იანგი ფილმმის " რიცოლი და აილსი" გადაღებაზე რამდენჯერმე არ მივიდა. დიდიხნის ძებნის შემდეგ პოლიციამ იგი გარდაცვლილი იპოვა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით თავზე. როგორც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, მას ბიპოლარული აშლილობა და დეპრესია აწუხებდა. მას გვერდით არავინ ჰყავდა და საშინელ მარტოობას განიცდიდა.


imageლ'რენ სკოტი - ცნობილი დიზაინერი, რომელიც პოპულარული ჯგუფის "როლინგ სტოუნის" წევრის მიკ ჯაგერის საყვარელი იყო. მიკთან დაშორების შემდეგ თავი საკუთარი შარფით მოიკლა.

თუ გავიაზრებთ, პროფესუილი წარმატება, ბევრი ფული და ცნობადობა ვერ შველის იმ ტკივილებს, რასაც პირად ცხოვრებაში წარუმატებლობა ჰქვია.

0
640
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
640
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0