პოლიტიკა რა მოხდა 29 წლის წინ 1992 წლის 6 იანვარს ."სამწუხაროა" 2021, 14 იანვარი, 16:46 29 წლის წინ 1992 წლის 6 იანვარს 6 საათზე გამთენიისას – საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით უზენაესი საბჭოს შენობა დატოვა. როდესაც ყოფილი პრეზიდენტის კოლონა მეტეხის ხიდზე გადადიოდა, ზვიად გამსახურდიას მანქანა გაატარეს, ხოლო პრეზიდენტის მომხრეებით სავსე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს და უამრავი ადამიანი ჩაცხრილეს. ზვიად გამსახურდია ჯერ აზერბაიჯანში შემდგომ კი სომხეთში გადავიდა საბოლოოდ კი სომხეთიდან ჩეჩნეთში გაფრინდა. ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს დატოვებით, საქართველომ საბოლოოდ დაკარგა დამოუკიდებლობა. პუტჩისტებმა კანონიერი ხელისუფლების დამარცხებით საქართველოს ყველა მტრის ოცნება აახდინეს. 1992 წლიდან დღემდე იდევნება ყველა ეროვნული ფსოფმხედველობის ადამიანი, მწვანე შუქი კი პუტჩისტებს აქვს ანთებული. არცერთმა ხელისუფლებამ არ დასაჯა ხელისუფლების დამხობაში მონაწილეები, პირიქით მეტეხის ხიდთან ავტობუსის ჩამცხრილავი პირები ხელისუფლების იდეოლოგებად დაიყენა. 489 3-ს მოსწონს 1-ს არა
|