ასტროლოგია როგორი იქნება 2021 წელი სასწორებისთვის? 2021, 14 თებერვალი, 18:45 სასწორი არის ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეშვიდე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 22 (ან 23) სექტემბრიდან 22 (ან 23) ოქტომბრამდე. სასწორის ზოდიაქო განსხვავდება სასწორის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 31 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, სასწორის მმართველია — ვენერა. სასწორის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — სატურნი, „დაცემულია“ — მზე, „გამოძევებულია“ — მარსი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, სასწორის ძირითადი მინერალია: ქრიზოლითი. 2021 წელი ემოციურად დაიწყება სასწორებისთვის. მიმდინარე წელს უამრავი სიურპრიზი ელოდებათ, მათ გაოცებას საზღვარი არ ექნება, თუმცა ყურადღების მოდუნებაც არ შეიძლება. მოსალოდნელია შინაგანი ცვლილებაც. სასწორები ზოგადად გაწონასწორებული პიროვნებები არიან, მაგრამ ცვლილებები რათქმაუნდა მათაც ეხება. წლის დასაწყისში მცირე პრობლემებია მოსალოდნელი ოჯახში, თუმცა სასწორებს მსგავსი სირთულეები ვერ შეაშინებს. მაისიდან -აგვისტომდე შუალედში ჯანმრთელობის საკითხები აქტუალურ თემად იქცევა, ამ პერიოდში შესაძლოა რაიმე პროფილაქტიკას ჰქონდეს ადგილი. წელს სასწორები ნაკლებად დაგეგმავენ მოგზაურობას. ყურადღებას უფრო სამსახურს დაუთმობენ. 2021 წელი ზოგიერთი მათგანისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნება! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
<<<<< იხილეთ ასევე >>>>>როგორი იქნება 2021 წელი ქალწულებისთვის? როგორი იქნება 2021 წელი კუროებისთვის? როგორი იქნება 2021 წელი ვერძებისთვის? როგორი იქნება 2021 წელი ლომებისთვის? როგორი იქნება 2021 წელი მორიელებისთვის? როგორი იქნება 2021 წელი ტყუპებისთვის? ერთი მეომარი არმიის წინააღმდეგ! - მებრძოლები, რომლებმაც ისტორია დაწერეს... 165 5-ს მოსწონს
|