სხვა ყველაზე გულუხვი მილიარდერები,რომლებმაც ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარეს 2021, 14 იანვარი, 12:17 როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა ქონების დიდი ნაწილი, დაახლოებით 1, 7 მილიარდი დოლარის ღირებულების, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ანგარიშზე გადაიტანა, მსოფლიოში მილიარდერების თითქმის აბსოლუტური უმეტესებობა აუარებელი ქონების დაგროვების შემდეგ, მის გაცემას იწყებს და მეტიც, ზოგიერთი ქონების უდიდეს ნაწილს ახმარს ქველმოქმედებას.ქვემოთ გაეცნობით თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ქველმოქმედებს.
ჩაკ ფინი-რა თქმა უნდა პირველ რიგში მილიარდერი, რომელიც ოცნებობდა, რომ "მომკვდარიყო ღატაკი", Duty Free Shoppers-ის ქსელის დაამარსებელმა ქონების აბსოლუტური უმრავლესობა, 7, 5 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებას მოახმარა და თითქმის არაფრის გარეშე დარჩა, დღეისთვის ცხოვრობს მოკრძალებით, არ ჰყავს საკუთარი ავტომობილიც კი და დადის მეტროთი. ბილ გეიტსი-ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილატროპი ამერიკაში, მაიკროსოფტის მფლობელმა გაყიდა ძირითადი აქტივები და ახლა მთლიანად ქველმოქმედებით არის დაკავებული. ბილ და მელინდა გეიტსის ფონდმა ქველმოქმედებას 35, 8 მილიარდი დოლარი მოახმარა. უორენ ბაფეტი-ბაფეტი ცნობილი მეტსახელით „ომაჰას ორაკული“ ან „ომაჰას უხუცესი“. უდიდესი ქველმოქმედი. მან თავისი ქონების 85% (35, 1 მილიარდი$)გადასცა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს 2006 წელს, რომელიც შერაცხეს ამერიკის ისტორიაში უდიდეს ქველმოქმედებად. აზიმ პრენჯი-ინდოელი მილიარდერი, კომპანია Wipro Technologies-ს მფლობელი და უდიდესი ფილანტროპი, ქველმოქმედებას მოახმარა ქონების უდიდესი ნაწილი-21 მილიარდი დოლარი, ხოლო დღეისთვის მისი ქონება 5 მილიარდი დოლარია. ქრისტოფერ ჰონი-Apax Partners-ის და Perry Capital-ის მფლობელმა, ცოლთან ერთად დაარსა საქველმოქმედო ფონდი Children’s Investment Fund Foundation (CIFF), რომელსაც ქონების თითქმის 70%-4, 5 მილიარდი დოლარი გადაურიცხა. კარლოს სლიმ ელუ-მექსიკელმა სატელეკომუნიკაციო ბაზრის მაგნატმა ქველმოქმედებას 4, 2 მილიარდი დოლარი მოახმარა, ამჟამინდელი მისი ქონება 61 მილიარდი დოლარია. ლი კა შინი-ყველაზე მდიდარი ადამიანი აზიიდან, კომპანია Cheung Kong Group და Hutchison Whampoa-ის მფლობელი, ქონების მეათედი(3, 2 მილიარდი დოლარი) ქველმოქმედებას მოახმარა. ჰანსიონგ უისი- სამედიცინო აპარატურის წარმოების Synthes-ის დამაარსებელი მილარდერი შვიცარიიდან, ქველმოქმედებას მოახმარა ქონების მესამედი, 1, 9 მილიარდი დოლარი. სტეფან შმიტჰეინი-კიდევ ერთი მილიარდერი შვეიცარიიდან, სამშენებლო მასალების Swiss Eternit Group-ის მფლობელი, თავის ქონების უდიდესი ნაწილი(2, 3 მილიარდი $) ქველმოქმედებას მოახმარა-1, 5 მილიარდი$ რეიტინგი შედგენილია Forbes-ის მიხედვით 441 4-ს მოსწონს
|