პოეზია მეორე ბანძი ლექსი 2021, 14 იანვარი, 0:18 გამომიშვით, აღარ მინდა სიკვდილი
დრომ შეჭამა ჩემი ჩუმი ტკივილი, გამომიშვით, ნუთუ ღმერთი არა გწამთ, არ მოგბეზრდათ ჩემი ურცხვი კივილი? აღარ მინდა ბუნებასთან ჩივილიც და სიმწრისგან უნებლიედ ვიღიმი, გამომიშვით, დამეხვია მატლები, ვეღარ ვუძლებ, უსათუოდ გავქრები გამომიშვით, მიწა ძალზე მამძიმებს ბალახიც მჭამს, სარეველა, ბარდები… პირველად ვგრძნობ – სიბნელის მეშინია, გაქცევა მსურს, მიწისქვეშეთს ვერ ვიტან გამომიშვით, ბედნიერება მინდა! ცა მასველებს, ქვაში გაჭედილი ვარ, ხან მაწვიმს და ხანაც მათოვს და მცივა. სიცოცხლეო, ისე მომნატრებიხარ საფლავიდან გამოქცევა მინდება… არ დამტოვოთ, გამომიშვით, აქ ცივა, სიბნელეა და სიკვდილიც არ მინდა! ამაოა ყველა ჩემი ჩივილი ვყვირი, მაგრამ ვხვდები, მხოლოდ მე მესმის.. გამომიშვით, აღარ მინდა სიკვდილი! გამომიშვით, აღარ მინდა სიკვდილი! გამომიშვით, აღარ მინდა სიკვდილი! 2012წ. 24 2-ს მოსწონს
|