მუსიკა სინესთეზია, "დაავადება", რომელის მსოფლიო მოსახლეობის 4%-ს აქვს და მათმა უმეტესობამ ამის შესახებ არც კი იცის... 2021, 13 იანვარი, 22:41 ალექსანდრ სკრიაბინს, ცნობილ რუს კომპოზიტორ სინესთეზია სჭირდა. ეს იშვიათი ნეოროლოგიური ფენომენია, როდესაც ერთი გრძნობის ორგანო მეორისთვის დამახასიათებელ თვისებებს იძენს. არტისტი ნოტებს ფერებად ხედავდა და ამ უჩვეულო ნიჭის დამსახურებით ფორტეპიანოს მსგავსი ინსტრუმენტიც შექმნა, რომელზე დაკვრის დროსაც დარბაზში ფერადი განათებები ჩნდებოდა. მსგავსად ამ კომპოზიტორისა, მეც სინესთეზია მჭირს, (ჩემთვის ყველა სიტყვას საკუთარი ფერი და ფორმა გააჩნია) ბაშვობაში მეგონა ყველა ჩემნაირად აღიქვამდა სამყაროს, ერთხელ დედას ვუთხარი რომ ერთ-ერთი პიროვნების სახელი არ მომწონდა მისი ფერების გამო, ამის შემდეგ გამოიძიეს ჩემი "დაავადება" ... მხოლოდ წლების შემდეგ, რდესაც სკოლის დამამთავრებელ კლასებში ვიყავი მაშინ გავიგე პირველად ეს ტერმინი ... არაერთხელ დამიწერია საკუთარ ლიტერატურულ შემოქმედებაში ამ თემაზე... ბავშვობაში კი შეწუხებული ვყავდი მეზობლებს მეგობრებს და მასწავლებლებს, ყველას სურდათ გაეგოთ რა ფერებში ვხედავდი მათ... ხშირად არ მოსწონდათ და მეკითხებოდნენ ინგა თუ ცისფერია მე ყავისფერი რატომ ვარ და ა.შ. ყველაზე ცუდი რაც ახასიათებს ამ "დაავადებას" არის ის რომ სიტყვებს ვიმახსოვრებ ფერების მიხედვით, რის გამოც ხშირად მერევა ერთმანეთში მაგ., ოთხშაბათი და კვირა, იანვარი/ნოემბერი... რადგან, მათ ჩემთვის თითქმის იდენტური ფერები გააჩნიათ, ... 105 1-ს მოსწონს
|