კულტურა მონოკლი- პირველი ღამის კლუბი არატრადიციული ორიენტაციის ქალებისთვის 2021, 13 იანვარი, 11:38 ევროპაში 20-იანი წლებიდან დაიწყო ღამის კლუბების გახსნა სხვადასხვა ორიენტაციის ადამიანებისთვის. “მონოკლი" (Le Monocle) იყო პირველი ღამის კლუბი პარიზში, რომელიც სპეციალურად ქალებისთვის გაიხსნა. დაწესებულება საფრანგეთის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა, მონპარნასეს რაიონში. “მონოკლი" ასეთ აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა, რომ არა ის ფაქტი, რომ კლუბის კლიენტთა უმრავლესობა არატრადიციული ორიენტაციის ქალები იყვნენ, რომლებიც მამაკაცის სამოსს ანიჭებდნენ უპირატესობას. კლუბი პოპულარული იყო მეორე მსოფლიო ომამდე, ომის დროს, როდესაც გერმანელებმა ქალაქი დაიკავეს, აქტიურად დაიწყეს ჰომოსექსუალიზმთან ბრძოლა. ამიტომ, ბევრი დაწესებულება დაიკეთა, მათ შორის მონოკლიც.
123 შეფასება არ არის
|