ქანდაკება თბილისში ირაკლი წულაძის ნამუშევარი "ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ განთავსდა 2021, 12 იანვარი, 21:08 თბილისში, ზემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ სკვერში მოქანდაკე ირაკლი წულაძის ნამუშევარი - "ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი" განთავსდა. 2, 40/4, 20 მეტრიანი შუშის კედლის სხვადასხვა მხარეს ქალი და მამაკაცი დგას. შუშის კედელზე გრავირებულია მავთულხლართები, რაც მათ ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. მოქანდაკე ირაკლი წულაძე ამბობს, რომ ამ თემაზე მუშაობა მისთვის ემოციურიც იყო და საინტერესოც მას სურდა განსხვავებული ნამუშევრის შექმნა. თბილისის მერიამ, თავდაპირველად მემორიალის შესაქმნელი კონკურსი 2019 წლის 3 აპრილს გამოაცხადა, თუმცა ამ გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილი წინადადებიდან, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. შესაბამისად, 2019 წლის 18 ივლისს ხელახალი კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში გამარჯვებული კი ირაკლი წულაძე გახდა თავისი ნამუშევრით. 61 1-ს მოსწონს
|