x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ხეში გაჭედილი ველოსიპედის ფოტო, რომელიც ყველას გინახავთ, მაგრამ მისი რეალური ისტორია არ იცით

image

ალბათ, ძალიან ბევრჯერ გექნებათ ნანახი ფოტოები, რომელზეც ხეში ჩაჭედილი ველოსიპედია გამოსახული. ის ვაშინგტონის შტატში, სიეტლთან ახლოს არსებულ სოფელში მდებარეობს. მასზე მრავალი ისტორიაა შეთხზული. ერთ-ერთი პოპულარული კი ისტორიაა, რომლის მიხედვითაც პატარა ბიჭუნამ 1914 წელს ველოსიპედი ხესთან მიაბა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ის ომში წაიყვანეს, საიდანაც არ დაბრუნებულა.image

ლეგენდის მიხედვით, მშობლებმა ბიჭუნას ველოსიპედი ადგილზე დატოვეს მისი ხსოვნის საპატივცემულოდ. რამდენად შესაბამება ეს ისტორია სიმართლეს? არანაირად. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამერიკა ომს 1917 წელს შეუერთდა და არა 1914ში. ასევე, ველოსიპედი პატარა ბიჭს ეკუთვნის, მას კი ომში არავინ წაიყვანდა. და ბოლს, ვინც ცოტა მაინც ერკვევა ველოსიპედებში, იცის, რომ ასეთი სახის ველოსიპედი XX საუკუნეში უბრლაოდ არ არსებობდა.imageimage

სიმართლე კი ისაა, რომ ეს ველოსიპედი 60 ზე მეტი წლის წინ დაკარგა პატარა ბიჭმა, სახელად დონმა. ველოსიპედი ბიჭუნას მეზობლებმა აჩუქეს. მისი მამა ხანძრის შედეგად გარდაიცვალა და რათა ოჯახისთვის რაიმე სასიკეთო გაეკეთებინათ, მეზობლებს მთთან სხვადასხვა ნივთები მიჰქოდათ. მათ შორის იყო ეს ველოსიპედიც. დონს საჩუქარი დიდად არ მოსწონდა, მისი თქმით ეს სამბორბლიანი ველოსიპედი იყო მხოლოდ 2 ბორბლით, საბურავები უხეში ჰქონდა, საჭე კი წვრილი, ამიტომაც დიდად არ უფრთხილდებოდა ხოლმე და ერთ დღესაც ტყეში დარჩა.image

ათეულობით წლის შემდეგ ამ ტყეში ველოსიპედი შენიშნეს, რომელიც პატარ ხესთან იყო შეზრდილი. დრო გადიოდა და ხე იზრდებოდა, ველოსიპედი კი მასთან ერთად ადიოდა ზევით. დღეს ეს ტურისტულ ადგილად იტვლება და ახლომდებარე სოფელში მისი ფოტოებით ბროშურებიც კი აქვთ.image



0
463
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0