x
image
ირინა მ.
რატომ ატარებდნენ ამერიკელები საქონლისჩლიქებიან ფეხსაცმელებს?

image

როგორ ახსნიდით იმას, რასაც ზედა ფოტოზე ხედავთ? მოდური ბრენდი? არა! 1920-იან წლებში ამერიკელებმა ძროხის ჩლიქებიანი ფეხსაცმლის ტარება დაიწყეს. ეს დაკავშირებული იყო იმ დროის ამერიკის უდიდეს მოვლენასთან–ალკოჰოლის აკრძალვასთან.

ალკოჰოლის აკრძალვა გრძელდებოდა 1920-დან 1933 წლამდე და შემოღებული იქნა ქვეყანაში გადასახადების შემცირების, კორუფციისა და დანაშაულობების რაოდენობის შემცირების, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების და სხვა სოციალური პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც ალკოჰოლით იყო გამოწვეული. ამ პერიოდის განმავლობაში ყველა კომპანიასა და ფიზიკურ პირს აკრძალული ჰქონდა ნებისმიერი სახის ალკოჰოლის წარმოება ან იმპორტირება/რეალიზაცია. ამის მიუხედავად ადამიანები იმდენად იყვნენ მასზე დამოკიდებული, რომ მაინც ახერხებდნენ კანონისთვის გვერდის ავლას. მთავარი პრობლემა ალკოჰოლის მწარმოებლები იყვნენ, რომლებიც აკრძალვების შემოღებით ზარალდებოდნენ. მათი უმეტესობა დიდ შემოსავალს კარგავდა და იძულებული იყვნენ რაღაც ეღონათ, რამდენადაც მოთხოვნა ალკოჰოლზე ამერიკაში რეკორდულად მაღალ დონეზე იყო.

image

და ალკოჰოლის მწარმოებლებმა და დანაშაულებრივმა ორგანიზაციებმაც კი (როგორიცაა მაფია), დაიწყეს ალკოჰოლის წარმოება დასახლებული უბნებიდან მოშორებით. ხელისუფლებას ესმოდა, რომ როდესღაც ვინმე გადაწყვეტდა აკრძალული პროდუქცია ეწარმოებინა და იატაკქვეშ გაეყიდა, ამიტომ პოლიცია კარგად მოამზადა და მუდმივ მზადყოფნაში ჰყავდა. ის ვინც კონსპირაციულად აწარმოებდა ალკოჰოლს, დიდი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, რათა არ გაეცა წარმოების ადგილი. სწორედ ამიტომ ამ საქმეში ჩართულმა ბავრმა ადამიანმა დაიწყო ფეხსაცმელზე მიმაგრებული ძროხის ჩლიქების ტარება. პოლიციას თავგზა ებნეოდა, ისინი ფიქრობდნენ დასახლებიდან მოშორებულ ადგილებში სადაც ალკოჰოლს აწარმოებდნენ, მხოლოდ ცხოველები ბინადრობდნენ.


image

მაგრამ 1922 წელს, ეს ტაქტიკა, რომელსაც ძირითადად მაფია იყენებდა, გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ Evening Independent-ში, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი საქონლის ჩლიქებიანი ფეხსაცმლის დანიშნულება. არის მოსაზრება, რომ ინფორმაცია ერთმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც ჩიკაგოს მაფიის კონკურენტი იყო ალკოჰოლის არაკანონიერ წარმოებაში, მედიას მიჰყიდა.

1922 წლის შემდეგ, მათ ვინც "მშრალი კანონის" პერიოდში ეწეოდნენ აკრძალულ წარმოებას, იძულებული იყვნენ ახალი მეთოდები მოეგონათ, რათა აკრძალვისთვის გვერდი აევლოთ. ძირითადი ადგილი, სადაც იმ დროს ალკოჰოლი იყიდებოდა, ყაბაყები იყო. ეს იყო იატაკქვეშა კერძო კლუბები, რომლებიც 1920-იან წლებში ძირითადად არალეგალური პროდუქციის, როგორიცაა ალკოჰოლი და ნარკოტიკები, გაყიდვით იყვნენ დაკავებული.


image


image

image

1930-იან წლებსი აშშ ხელისუფლებამ მოხსნა აკრძალვები, რადგან მშრალი კანონი უფრო მეტ პრობლემებს ქმნიდა.




იხილეთ ასევე:




1. გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა

image

2. როგორ იცვლებოდა მოდა ქალის მკერდზე პალეოლითიდან დღემდე

image

3. 10 ცნობილი ქალბატონი, რომელთაც დაავიწყდათ რა არის სებერე

image

4. როგორ იცვლებოდა უკანალის ეტალონი მე-20 საუკუნეში

image

5. ამ ქალბატონებს ნამდვილად დაავიწყდათ, რა არის სიბერე

image

6. მან გადაწყვიტა არასოდეს გაეღიმა, რათა მუდამ ახალგაზრდა დარჩენილიყო

image

7. ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო

image




0
728
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
728
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0