ტენდენციები საშემოდგომო მაკიაჟის ყველაზე მოდური ტენდენცია-ეგვიპტური თვალის ჭრილი 2012, 28 აგვისტო, 12:38 იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ აქამდე, არასოდეს გიცდიათ თქვენი თვალები თხევადი ლაინერის დახმარებით "გაგელამაზებინათ", დრო დადგა თამამად მიჰყოთ ხელი მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარებას, რადგან წლევანდელი წლის საშემოდგომო მაკიაჟის ტენდენციები სწორედ რომ ლაინერის მეშვეობით აქცენტირებულ თვალის ჭრილის გამომსახველობას ეფუძნება. ლაინერის სწორად წასმა კი სულაც არ გახლავთ მარტივი პროცედურა და მანამ სანამ ასე ვთქვათ "ხელს გაიჩვევდეთ" ამ საქმეში, არაერთგზის მოგიწევთ მითხუპნულ-მოთხუპნული თვალების საფუძვლიანი წმენდა. თუმცა როცა კარგად გაიწაფებით და საკუთარი თვალის ჭრილის მიხედვით შეარჩევთ ლაინერით გასავლები ისრების მიმართულებას, დამიჯერეთ შედეგით არა მარტო თქვენ, გარშემომყოფებიც უზომოდ აღფრთოვანებული დარჩებიან. გაითვალისწინეთ, რომ ამ სეზონზე მოდაში ე. წ "ეგვიპტური სტილის თვალებია, ამიტომ ლაინერი რაც შეიძლება სქლად უნდა წაისვათ თვალის კიდეებზე, ბოლოები კი საფეთქლის მიმართულებით წამახული დაუტოვოთ. 758 1-ს მოსწონს
|