მოვლენები
კაცია თუ ქალი? ეს მოდელი გენდერულ სტერეოტიპებს ანგრევს
2021, 11 იანვარი, 15:49
გაიცანით ეს 31 წლის ამერიკელი ანდროგენი - მოდელი, მსახიობი და აქტივისტი რაინ დოვეა, რომელიც ისევე წამატებით ირგებს ქალის სამოსს, როგორც კაცისას.
თუმცა რაინი საკუთარ თავს ყოველთვის ანდროგენად არ თვლიდა, წლების განმავლობაში მოდელი თავს არც მეტი, არც ნაკლები მახინჯ ქალად მიიჩნევდა.
"საკუთარი თავი არასდროს მძულდა, უბრალოდ თავს ერთ - ერთ უშნო ქალად მივიჩნევდი, - აღიარებს დოვეა, ხოლო როდესაც მუშაობა მეხანძრედ დავიწყე, მივეჩვიე იმ აზრს, რომ გარშემომყოფები კაცად მთვლიდნენ, იმ დროს სამსახური ძალიან მჭირდებოდა. შემდეგ "სქესის" გრაფა საერთოდ წავშალე, რამაც სამუშაო ადგილების მეტი არჩევანის საშუალება მომცა".
დღესდღეობით, რაინი წარმატებული მოდელია, რომელიც როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმელში ერთნაირად კომფორტულად პოზირებს.
"ყველანი ვცდილობთ უნიკალურები ვიყოთ, თუმცა ყველაზე უნიკალურია - იყო საკუთარი თავი. სქესი როგორც ასეთი არ არსებობს - ეს მხოლოდ სოციალური სტანდარტია, რომელსაც არ უნდა მოერგოთ. არსებობენ ადამიანები, ვისაც უყვარხართ და ვინც მომავალში შეგიყვარებთ. საბედნიეროდ, ამ სამყაროში არიან ადამიანები, რომლებიც ისეთს გიღებენ როგორიც სინამდვილეში ხარ და მეც ერთ - ერთი მათგანი ვარ" - ამბობს რაინ დოვეა.