x
image
beko777
თემურ წიკლაურის მდგომარეობა გაურესდა (დეტალები სათაურის ქვეშ)

ექსკლუზივი

- კვირას, ათი იანვრის, საღამოს რვა საათის მდგომარეობით თემურ წიკლაურის მდგომარეობა გაურესდა. - აცხადებს ჩვენთან ინტერვიუში მომღერლის მეგობარი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე, - სამწუხარო ინფორმაცია მეც ამ წუთას გავიგე, ცოტახნის წინ თემოს ცალი ფილტვის მუშაობა მთლიანად შეუწყდა და ამ მდგომარეობით მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო კრიტიკული შეიქნა. ერთადერთი რაც ახლა მართვით სუნთქვაზე მყოფ თემოს სიტუაციიდან გამოძვრენას შეძლებს, მისი ორგანიზმის ბრძოლაა კოვიდის ვირუსთან.

ხავსმოჭიდებულებს ვგავართ მისი მეგობრები, რადგან ვიცით, რომ თემომ ცოტახნის წინ ინსულტი გადაიტანა, მერე ოპერაცია გაიკეთა ერთი თვის შემდეგ, თითქოს უკეთესადაც იყო, მოტივირებული, ენერგიული, უკვე გითხარით, რომ ახალი კლიპიც ჩავწერეთ და ახალი გადაცემაც გავაკეთეთ (ამ ეტაპზე დავბლოკე ეს გადაცემა „იუთუბზე“) და ახლა პირდაპირ გეტყვით დასუსტებული ორგანიზმით, თუ ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა კოვიდ-ვირუსს, ვერ წარმოვიდგენდით.

ექსკლუზივიექსკლუზივიექსკლუზივიექსკლუზივი



0
1064
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
1064
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0