დიეტოლოგია ორგანიზმისთვის სასარგებლო 5 დიეტა. I – კეტოდიეტა (+ კივის სმუზის რეცეპტი) 2021, 16 იანვარი, 10:23 შიმშილი და ექსტრემალური გახდომა უკვე წარსულს ჩაბარდა! დღეს აქცენტები მხოლოდ ისეთ დიეტებზე კეთდება, რომლებიც წონის კლებასთან ერთად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და სწორო კვების ჩვევების ფორმირებას უწყობს ხელს. ხოლო აქ, ორგანიზმისთვის სასარგებლო 5 დიეტასთან ერთად, რაციონის გათვალისწინებით, გემრიელი კერძების რეცეპტებსაც გთავაზობთ. I. კეტოდიეტა ეს დაბალნახშირწყლიანი დიეტა არის, რომელიც თავდაპირველად დაავადების პროფილაქტიკის მიზნებისთვის შეიქმნა. კეტოდიეტას შეუძლია სისხლში ქოლესტერინის და გლუკოზის დონის გაკონტროლება, აუმჯობესებს ადამიანის ამტანუნარიანობას და აძლიერებს ენერგიას. გარდა ამისა, ამ დიეტით, ჭარბი წონის მოცილებისას, კუნთის მასის შემცირება არ ხდება. დღეს კეტოდიეტას სპორტსმენები და საერთოდ, ყველა იცავს, ვისაც კარგ ფორმაში ყოფნის სურვილი აქვს. დიეტის რაციონი სწრაფ ნახშირწყლებს: ნამცხვარს, დესერტს და ტკბილ ხილს გამორიცხავს. აკრძალულია ალკოჰოლი, ყავა და დიდი რაოდენობით სახამებლის შემცველი ბოსტნეული. მაგ., კარტოფილის შემადგენლობაში, სახამებლის შემცველობა, თითქმის, 25%-ია. სახამებელს დიდი რაოდენობით შეიცავს სტაფილო, ჭარხალი, ყაბაყი, ნიახურის ფესვი, გოგრა, არტიშოკი, ბოლოკი. ყვავილოვანი კომბოსტოც შეიცავს სახამებელს, მაგრამ ორი ტიპის ბოჭკოვანის, მდიდარი მინერალური შემადგენლობის და დაბალი კალორიულობის წყალობით, ის ორგანიზმს ზიანს არ აყენებს. მარცვლეული კულტურებიდან, სახამებლის მაღალი შემცველობით გამოირჩევა სიმინდი. კეტოდიეტის დაცვის შემთხვევაში, ამ პროდუქტების ჩანაცვლება ცხოველური წარმოშობის ცხიმებით უნდა მოხდეს. იგივე ექსპერტები გვირჩევენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ბროკოლს მივაქციოთ: ის დიდი რაოდენობით ბოჭკოვანას და А, Е და С ვიტამინებს შეიცავს, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს და ყველაზე კარგი ის არის, რომ მისი მომზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. უბრალოდ, ადუღებულ წყალში მოათავსეთ გარეცხილი და ყვავილედებად დაჭრილი ბოსტნეული და საშუალო ცეცხლზე ხარშეთ: 1, 5–2 წ. — ხრაშუნა ბროკოლის მისაღებად; 3–4 წ. — საშუალოდ ხრაშუნა ბროკოლის მისაღებად; 6–8 წ. — რბილი ბროკოლის მისაღებად; ბროკოლი უნივერსალური ინგრედიენტია, რომლის გამოყენება სალათებში, სუპებში, გარნირებში და სმუზებშიც კი შეიძლება. აქ სწორედ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო დილის სმუზის რეცეპტს წარმოგიდგენთ. კივის სმუზი ინგრედიენტები:
ბროკოლი — 50 გრ. მომზადება:
გაგრძელება იქნება...არხის სხვა სიახლეები:1. «საშობაო ზღაპარი» – ლეგენდა სურვილების ასრულებაზე და თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე 2. ყველაზე ძველი ჰოროსკოპი მსოფლიოში 3. ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება... რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის შემდეგ 5. ცხიმების «მჭამელი» 3 წასახემსებელი პროდუქტი
179 5-ს მოსწონს
|