x
image
ნინო ხიმშიაშვილი
5 წერტილი სხეულზე, რომლის დამასაჟება გახდომაში დაგეხმარებათ

აკუპრესური, იგივე წერტილოვანი მასაჟი, არის ტრადიციული ჩინური მედიცინის ტექნიკა. იგი ემყარება სიცოცხლის ენერგიის კონცეფციას, რომელიც სხეულის "მერიდიანებში" გადის.

ეს ტექნიკა მუშაობს რამდენიმე წნევის წერტილზე, რომლებიც დაკავშირებულია სხეულის ზოგიერთ მნიშვნელოვან ორგანოსთან. ამ წერტილებზე სწორად ზეწოლის საშუალებით შეგიძლიათ მკურნალობის ფართო სპექტრი მიიღოთ, მათ შორის წონის კონტროლი.


წონის დაკლებისთვის ყველაზე ცნობილი წერტილებია:



1. ყურის წერტილი

image


ეს არის მადის კონტროლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი. მის საპოვნელად მოათავსეთ ცერი სამკუთხა ფორმის ყურის ბიბილოსთან ახლოს. ახლა გააღეთ და დახურეთ ყბა და იპოვნეთ წერტილი, სადაც მას მაქსიმალური მოძრაობა აქვს. დააჭირეთ ამ წერტილს 1-დან 3 წუთის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ. აკუპრესურის თანახმად, ყურები, ხელები და ფეხები სხეულის ის ნაწილებია, რომლებზეც მეტი ენერგიაა, ვიდრე დანარჩენ ნაწილში. ამიტომ ამ წერტილების სტიმულირება ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური გზაა წონის დაკლებისთვის.





2. ზედა ტუჩის წერტილი


image


ეს წერტილი მდებარეობს ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის, ცენტრში. უბრალოდ დააწექტით თითი ამ ადგილს ადგილი 1 – დან 5 წუთის განმავლობაში დღეში ორჯერ, ან მაშინ როდესაც რამეზე ნერვიულობთ, ან შფოთავთ.





3. მუხლის წერტილი


image



ამ წერტილის სტიმულირება არა მხოლოდ აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არამედ ხელს უწყობს მენსტრუალური დისკომფორტისა და სპაზმების მოხსნას. ის მდებარეობს მუხლიდან 5 სმ ქვემოთ და ოდნავ მარცხნივ (მარჯვენა ფეხისთვის)

დააწექით საჩვენებელი თითით ყოველდღე 2 წუთის განმავლობაში, რომ კუჭმა სწორად იმოქმედოს. დაჭერისას, შეიძლება იგრძნოთ მსუბუქი ტკივილი ან დისკომფორტი.





4. იდაყვის წერტილი


image



ამ წერტილის სტიმულირება ყოველდღე 1 წუთის განმავლობაში ხელს უწყობს სხეულის ჭარბი სითბოს და ტენიანობის აღმოფხვრას და ნაწლავების უკეთ მუშაობას.





5. ტერფის წერტილი


image



ეს წერტილი მდებარეობს ფეხის შიგნით, ტერფის ზემოთ 5 სმ-ით. დააწექით თითი ამ წერტილს ყოველდღე 1 წუთის განმავლობაში. აუცილებლად გახსოვსდეთ ეს კონკრეტული სტიმულირება არ გააკეთოთ თუკი ორსულად ხართ.



0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0