x
image
beko777
თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში ერთი თვეა ჟანგბადის აპარატზეა მიერთებული
image

ბოლო დღეებია სახალხო მომღერლის, ქართული ესტრადის ვარსკვლავის თემურ წიკლაურის შესახებ უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება, კონკრეტულად კი მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის წინ, მომღერალმა ახალი კლიპი წარუდგინა მაყურებელს, მსგავს ამბავს მაინც მოულოდნელი ეფექტი ქონდა მისი თაყვანისმცემლებისთვის.
ამ საკითხთან დაკავშირებით „ინტერმედია“ მომღერლის მეგობარს, ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძეს დაუკავშირდა, რომელმაც კონკრეტული ინფორმაცია მოგვაწოდა პირველ წყაროზე დაყრდნობით

image

- კი, ბ-ნი თემური შეუძლოდაა და ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, ჟანგბადის აპარატე მიერთებული, მის მდგომარეობას ამ წუთისთვის მძიმე, მაგრამ სტაბილური ჰქვია.
- რა დიაგნოზი დაუდგინდა ბ-ონ თემურს?
- სამწუხაროდ კოვიდ-ინფექცია, რაც გართულებულ ფორმებში წარიმართა და აი, ჯერ-ჯერობით ეს შედეგი გვაქვს, რამდენიმე თვის წინ შულტირების ოპერაციაც გაიკეთა და ალბათ ამანაც იმოქმედა მის ორგანიზმზე.
- ცნობილია, რომ ერთი თვის უკან ახალი კლიპიც კი გადაიღეთ, რომლის სოციალური პრემიერა თქვენს ტელეკომპანია „ვარსკვლავებში“ შედგა, ხომ არ იცით როდის დავირუსდა კოვიდით ბატონი თემური?
- ბოლოს, როცა ვისაუბრეთ მე და თემომ, სავარაუდოდ კლიპის გადაღების დროს, ან დამზადების (მონტაჟი, რენდერი) დროს მოხდა მისი ვირუსით დაავადება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვიცავდით ყველა წესს და რეგულაციას.
- როგორც ვიცით, თქვენ მომღერლისგან დაიფიცინდირდით, როდის მოხდა ეს და რა ვითარებაში?
- კი, სამწუხაროდ მეც დავუშვი შეცდომა და თემომაც, როცა ის სტუდიაში მოვიყვანე და ერთსაათიანი ინტერვიუ ჩავწერეთ, სამწუხაროდ პირბადეები მოვიხსენით საუბრის დასაწყისში, ეს ჩემი შეცდომა იყო, რადგან თემო ამბობდა - შეუძლოდ ვარ, სიცხეც მაქვს და მგონი უბრალოდ გავცივდიო, თვითონ ინტერვიუშიც, დამონტაჟების შემდეგ კარგად ჩანს, რომ თემო ძალიან სუსტადაა და ეს საუბარშიც ეტყობა. (ინტერვიუ დროებით დაბლოკილი მაქვს) საბედნიეროდ მე ნაკლებადრთულ ფორმებში გადავიტანე, მასზე ადრე მოვხვდი ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მიმკურნალეს, ყოველდღე მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ მგონი მეც შენსკენ ვარ და კორონა მავსო, - ჩემი საავადმყოფოში ყოფნის დროს მასაც ოფიციალურად დაუდგინდა ვირუსი, ეს დეკემბრის დასაწყისში იყო, სამწუხაროდ დაგვიანებულმა რეაგირებამ ამ შედეგამდე მიგვიყვანა, რომ დღეს სუნთქვის აპარატზეა მიერთებული თემო.
- ანუ გათიშულია?
- კი, სამწუხაროდ უგონოდაა. არაფერს არ აკლებენ მისი მკურნალი ექიმები, მეგობრები, ყველა ბოლომდეა მობილიზებული და რამდენიმე დღეში კონკრეტული შედგებიც გვეცოდინება, სწორედ ამიტომ არ ვასაჯაროებდი აქამდე ამ ფაქტს, რადგან სათქმელი გარდა იმისა, რომ - კოვიდის მძიმე ფორმითაა ავად, - მეტი არაფერია.
- სოციალურ ქსელში ჭორად გავრცელდა მისი გარდაცვალების შესახებ ამბავიც...
- ღმერთმა დაგვიფაროს, მიუხედავად დაავადების სიმძიმისა, ყველას და უპირველეს ყოვლისა ექიმებს იმედი აქვთ, რომ ის პატარ-პატარა გამოკეთებები რასაც ორგანიზმი აჩვენებს, ბოლომდე გამარჯვებით დაგვირგვინდება. ყველას იმას ვთხოვ თემოს ჯანმრთელობისთვის ილოცონ, ძალიან დიდი ძალა აქვს ხალხის სიყვარულს და ლოცვას, მე პირადად ვგრძნობდი ამას ავადმყოფობის დროს და დამიჯერეთ, თემო რომ უახლოეს მომავალში გამოკეთდება და ხალხის კიდევ ერთ მხარდაჭერას, მესიჯებს, კომენტარებს, წერილებს წაიკითხავს, უფრო უკეთ იქნება და გპირდებით ექსკლუზიური პირველი ინტერვიუც ტელეკომპანია „ვარსკვლავებს“ ექნება.
- მისი ოჯახის წევრები, როგორ არიან ბესო?
- ისინიც დავირუსებულნი იყვნენ, განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა მის მეუღლეს ქ-ონ ლილი ზღვაურს ჰქონდა, თუმცა ის უკეთაა, სახლშია და თვითიზოლაციაშია.
- ვიმედოვნებთ ყველაფერი კარგად იქნება.
- ყველა მის მეგობარს გვჯერა თემოს ორგანიზმის სიძლიერის, ექიმებსაც სჯერათ ამის და დარწმუნებული ვარ, მალე ისევ იმ თემურ წიკლაურს წარმოგიდგენთ, როგორც ეს აქამდე, იმ ვერაგ დაავდებამდე რომელსაც კორონა-ვირუსი ჰქვია, და რომლის სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ სჯერათ ვიღაცეებს...


imageimageimageimageimageimageimage

ახალი ვიდეო-კლიპის ლინკი

https://www.youtube.com/watch?v=Q4LGo6dcydc&t=9s

0
702
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
702
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0