კომპანია Trident Performance Vehicles,
რომელიც დიდ ბრიტანეთში, ნორიჯში მდებარეობს, უჩვეულო ავტომწარმოებელია. კომპანიის
ახალი ავტომობილი Iceni
Grand Tourer შორსაა ყოველდღიურობისგან, არა
მარტო იმიტომ, რომ მირი გარეგნობა ექსტრავაგანტულია, არამედ იმიტომაც, რომ შემქმნელებმა
ის 6, 6 ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავით აღჭურვეს.
ინტერნეტპორტალი Carscoop
იტყობინება,
რომ Iceni Grand Tourer ჩვეულებრივი Iceni-ის
ბაზაზეა შექმნილი. ავტომობილი პირველად Salon Prive 2012-ზე
გამოჩნდება, რომელიც ლონდონში 5-7 სექტემბერს გაიმართება. ეს აპორტული როდსტერი აღჭურვილია
6, 6 ლიტრიანი V8 ტიპის ძრავით კომერციული სატვირთო GM-გან.
8-ცილინდრიანი აგრეგატი მუშაობს მინერალურ
დიზელზე, ბიოდიზელზე, პალმის ზეთზე. ტრიდენტის სიმძლავრე 430 ცხენის ძალაა, ხოლო ბრუნვითი
მომენტი გამაოგნებელია 1287. 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3, 7 წამში მიიღწევა, მაქსიმალური
სიჩქარე კი 320 კილომეტრ/საათია.
როგორი შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს
ზემოთ მოყვანილი მახასიათებლები, Iceni
Grand Tourer ნამდვილად „ბრწყინავს“, როდესაც
საუბარი საწვავის წვის ეკონომიაზე მიდის. 113 კმ/სთ მუდმივი სიჩქარის შემთხვევაში ავტომობილი
წვავს 4, 1 ლიტრ საწვავს 100 კმ-ზე, რაც მას საშუალებას აძლევს გაიაროს 3218 კმ !!!
საწვავის დამატების გარეშე.
ავტომობილის ფასი 118 700 დოლარი
იქნება.