x
image
natia.a
ფილმები, რომლებსაც 2021 წელს მოუთმენლად ელიან (+ ტრეილერები)

image

პანდემიის გამო 2020 წელს არაერთი ფილმის პრემიერა გადაიდო, რაც იმას ნიშნავს, რომ კინოს მოყვარულები 2021 წელს კიდევ უფრო მოუთმენლად ელიან როდის გამოვა მათთვის საინტერესო ფილმები დიდ ეკრანზე.

განაგრძეთ კითხვა თუ გსურთ, მეტი გაიგოთ იმ ფილმების შესახებ, რომელთა პრემიერაც 2021 წელს შედგება.




Fast & Furious 9 ("ფორსაჟი 9")

გამოსვლის თარიღი: 28/05/2021


ბევრისთვის საყვარელი სათავგადასავლო ფილმის მეცხრე ნაწილში დომინიკ ტორეტო, რომლის როლსაც ვინ დიზელი ასრულებს, და მისი გუნდი მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერ ასასისნებს ებრძვიან. ფილმში გამოჩნდება ჰან ლუც, რომელიც გულშემატკივარს დიდი ხნის მკვდარი ეგონა.

„ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდის გადაღებები თბილისსა და რუსთავში 2019 წლის 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.





No Time to Die („სიკვდილის დრო არ არის“)

გამოსვლის თარიღი: 02/04/2021

ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებულ 25-ე ფილმში მთავარ როლს დენიელ კრეიგი ასრულებს. ყველასთვის ცნობილ, უკვე პენსიაზე გასულ აგენტ 007-ს ძველი მეგობარი, ფელიქს ლეიტერი დახმარების სათხოვნელად დაურეკავს. გატაცებული მეცნიერის გადარჩენის მისია ჯეიმს ბონდს საშიში ტექნოლოგიებით შეიარაღებულ, იდუმალ ბოროტმოქმედთან დააპირისპირებს.






Black Widow („შავი ქვრივი“)

გამოსვლის თარიღი: 07/05/2021

მარველის ფილმში, რომელსაც მაყურებელი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, მოვლენები 2016 წელს გადაღებული "კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომის" შემდეგ ვითარდება. ფილმში ნაჩვენები იქნება ნატაშა რომანოვის (სკარლეტ იოჰანსონი), როგორც ჯაშუშის, წარსული, სანამ ის შურისმაძიებელი გახდებოდა.





Dune ("დიუნი")

გამოსვლის თარიღი: 01/10/2021

გახმაურებული სამეცნიერო ფანტასტიკის პრემიერა HBO Max-სა და კინოთეატრებში შედგება. ახალგაზრდა ჰერცოგის, პოლ ატრეიდისის როლს, რომელიც პლანეტა Arrakis-ზე კონტროლის დამყარებისთვის იბრძვის, ტიმოთი შალამე შეარულებს. ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ ფილმში ასევე მონაწილეობენ ზენდაია, რებეკა ფერგუსონი, ჯეისონ მომოა და სხვები.








Morbius ("მორბიუსი")

გამოსვლის თარიღი: 19/03/2021

ჯარედ ლეტო მარველის სამყაროს შეუერთდა. იგი ბიოქიმიკოს მაიკლ მორბიუსის როლს შეასრულებს, რომელიც შემთხვევით საკუთარ სისხლში ინექციას შეიყვანს, რაც მასში ვამპირიზმის ნიშნებს გამოიწვევს. თუ ფილმი კომიქსის მიხედვით განვითარდება, შესაძლოა ლეტოს პერსონაჟი ტომ ჰოლანდის ადამიან ობობასაც შეხვდეს.






ასევე დაგაინტერესებთ:

ყოველთვის გვეგონა, რომ ეს ფოტოები მონროსი იყო, მაგრამ ვცდებოდით! - დაუჯერებელი სიმართლე

image


რამ გამოიწვია კორეული დრამების არნახული პოპულარობა - 10 "დორამა" დამწყებთათვის

image


"ოსკარების" დაჯილდოებას ახალი ნომინაცია დაემატა - ეს ბევრს გაახარებს"ოსკარების" დაჯილდოებას ახალი ნომინაცია დაემატა - ეს ბევრს გაახარებს

image


ცნობილი ფილმები, რომლებშიც "საწოლის" სცენები ბუნებრივია - როგორ იღებდნენ მათ

image


"შიშველი" კაბები - 10 ყველაზე "ღია" სამოსი კინოს ისტორიაში

image




13
63
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
63
  
2021, 8 იანვარი, 1:56
:d ისევ უნდა იყონწინ ხოდა.... Მთავარია არ დაგვეკარგოოო
2021, 7 იანვარი, 12:04
მე ისიც მახსოვს შენზე წინ რომ ვიყავი :))))) ადგილს ნამდვილად ვერ დავიბრუნებ, მაგრამ ვეცდები სულ არ დავიკარგო
2021, 7 იანვარი, 12:02
მადლობა, ლალი
2021, 7 იანვარი, 9:54
ძალიან მიხარია, მართლა ❤️❤️❤️
2021, 7 იანვარი, 2:49
Ადგილიც უნდა დაიბრუნო.... Ბოლოს მახსოვს ჩემზე უკან იყავი ????❤️
2021, 7 იანვარი, 0:48
კარგი მრჩეველი მყავდა
2021, 7 იანვარი, 0:05
Როგორც ჩანს ვიღაცეებმა რაღაცეები გაითვალისწინეს ❤️❤️❤️❤️❤️ მიხარია ისევ შენს სტატიებს რომ ვხედავ ????
2021, 6 იანვარი, 19:15
მადლობა :)))
2021, 6 იანვარი, 10:06
მშვიდობა შენს დაბრუნებას)))
2021, 5 იანვარი, 22:18
მადლობაა მეც გილოცავ!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10