მოგზაურობა ჩინეთი :განათებული ყინულის ქალაქი 2021, 5 იანვარი, 13:25 ყოველ წელს ჩინეთის გიგანტური იმპერიის ჩრდილო -აღმოსავლეთით, ჰარბინში ყინულისაგან შექმნილი ქალაქი ჩნდება. ყინულის ქანდაკებების ფესტივალი ტრადიციულად 5 იანვარს იწყება და შემდეგ ერთი თვის განმავლობაში -რა თქმა უნდა თუკი ამინდი ხელს შეუწყობს.
შენობებისა და ფუგურების დათვალიერება შობის დროსაც შესაძლებელია.
![]() თუმცა ჰარბინში ზამთარში ტემპერატურა მინუს 40 c გრადუსს აღწევს და დღის განმავლობაში მინუს 10 გრადუსამდე ადის. ასე რომ ბუნებრივი პირობები საკმაოდ ხელის შემწყობია და აქედან გამომდინარე შესანიშნავი ტრადიცია ჩამოყალიბდა. ![]()
ორგანიზატორების განხცადებით ამ ფესტივალისათვის დაკავებულია 12 000 მდე ადამიანი, რაც დიდი მაღალსართულიანი სახლის მშენებლობას უტოლდება. მსოფლიოში უდიდესი მოვლენაა ყინულის ქანდაკებების ფესტივალისათვის მზადება. ამ პეეიოდისათვის ჩინეთში სტუმრობა მკაცრად შეზღუდულია ვიზიტორებისათვის. სავარაუდოდ 2021 წელს მხოლოდ გერმანიიდან იქნება სტუმრობა შესაძლებელი.
ყინულის ფიგურების ფესტივალი 1985 წლიდანტარდება . ფიგურების შექმნას დიდი ტრადიცია აქვს, რომელიც ქვინგის დინასტიის დროიდან მოდის. ( 1616- 1911 ). გარდა იმისა რომ ფიგურები საოცარი ოსტატობითაა შექმნილი, ღამე ისინი ფერადად არის განათებული და სანახაობას უფრო საინტერესოს და ლამაზს ხდის.
საოცარი სანახაობაა . როგორც ჩანს დიზაინერებს საკმაოდ ფართო ფანტაზია აქვთ და ასევე უნდა აღინიშნოს რომ ნაკეთობები სიმაღლით 50 მეტრამდე აღწევს. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით ფესტივალი იწყება 1 იანვარს. ჩიდეთის ტრადიციების თანახმად კი ახალი წელი იწყება 12 თებერვალს. კერძოდ კი ლითონის კამეჩის წელია 2021 წელი ჩინური კალენდრის თანახმად. ჰარბინის ფესტივალზე ზეიმი უდიდესი სიამოვნებაა საახალოდ სხვა გასართობ ზეიმებთან შედარებით.
გისურვებთ ბედნიერ წელს. (ავტ. თეკლა მაისურაძე)
41 1-ს მოსწონს
|