x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
პროსტიტუცია ჩინეთში- ბიზნესი, რომელიც აკრძალვის მიუხედავად, ყვავის

ჩინეთში პროსტიტუცია რა თქმა უნდა, ოფიციალურად აკრძალულია, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში 4-20 მილიონამდე ქალი სწორედ ამ საქმიანობითაა დაკავებული. ისინი თავის მომსახურეობას სთავაზობენ როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელებსაც. ფასი კი სულ რაღაც 15 დოლარიდან იწყება და მაქსიმუმ 310 აშშ დოლარამდე ადის. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ სფეროში მომუშავე ქალები 7 კატეგორიად იყოფიან და კატეგორიების მიხედვით ემსახურებიან კლიენტებს.image

აი ის 7 კატეგორიაც:

“მეორე ცოლები"- გრძელვადიანი საყვარლები, რომლებსაც მამაკაცი უზრუნველყოფს მატერიალურად.

“გოგონები გამოძახებით"- მუშაობენ მხოლოდ მაღალი ფენის საზოგადოებასთან და გრძელვადიანი ურთიერთობები არ აინტერესებთ.image

“მისაღები გოგონები"- ისინი ესკორტები არიან, მუშაობენ კლუბებში, ბარებსა და რესტორნებში და ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ კლიენტებს ადგილზევე სიმღერას, ცეკვას, დაკვრას ან ინტიმურ ურთიერთობას.

image

“ტელეფონის გოგონები"- ისინი სახლდებიან სასტუმროს ნომრებში, შემდეგ კი სხვა ოთახებში რეკავენ და პოტენციურ კლიენტებს ეძებენ.image

“სალონის გოგონები"- ისინი თავიანთ დაწესებულებას მასაჟის სალონის ან სილამაზის სალონით ნიღბავენ. მუშაობენ ძირითადად სუტინიორებზე ან შენობის მფლობელზე.image

“ქუჩის გოგონები"- მათი სამუშაო არეალი ქუჩაა, ისინი დგანან სასტუმროებთან, კინოთეატრებთან და სთავაზობენ გამვლელებს თავიანთ მომსახურებას.image

“მოხეტიალე გოგონები"- ისინი ადგილიდან ადგილზე მოხეტიალეები არიან და შემოსავლის წყაროს ეძებენ. მათი კლიენტები ძირითადად სოფლიდან ჩამოსული ხალხი ან მუშები არიან, რომლებსაც თვითონაც არ აქვთ ფული.

იმისდა მიუხედავად, რომ ჩინეთი პროსტიტუციას კრძალავს, ეს ბიზნესი მაინც სხვადასხვანაირად ყვავის.imageimage

ყველაზე დიდ შემოსავალს კი ე. წ. საუნები იღებენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დიდ და პრესტიჟულ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენენ. შემდეგ მოდის რა თქმა უნდა ინტერნეტი, კარაოკე ბარები, “სილამაზის სალონები".imageimageimage


0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0