x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
,, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს"- რაზე აღარ მიდიან ქალები სილამაზისთვის

კორსეტი- XVIII საუკუნის ევროპაში მოდის ტენდენციები წვრილმა წელმა დაიკავა. იდეალური წელის მოყვანილობას ბავშვობიდანვე აჩვევდნენ პატარებს. კორსეტი ზევით სწევდა და აფიქსირებდა მკერდს, ამ დროს კი ძალიან ჭიმავდა წელის მოყვანილობას და ნეკნებს აზიანებდა. ქალს არ შეეძლო ზედმეტად განძრევა ან დახრა, კორსეტები ხშირად ხისგან, ან მეტალისგან იყო დამზადებული და იმდენად აწვებოდა წელს, რომ ხშირი იყო ნეკნის ჩამსხვრევა, სუნთქვის უკმარისობა. გარდა ამისა, კორსეტის მჭიდროდ მოჭერას რამდენიმე ადამიანი სჭირდებოდა.

კორსეტის მუდმივად ტარებამ გამოიწვია ნეკნების დეფორმაცია და გულის და ფილტვების მრავალი ქრონიკული დაავადება. ქალებში სარძევე ჯირკვლების ატროფია, მამაკაცებში კი ზურგის პრობლემები დაიწყო. უფრო მეტიც, მჭიდროდ მოჭერილმა კორსეტმა, ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიც.imageimage


ბელადონას წვეთები- ბელადონა და მისი ფარმაციული თვისებები უკვე საუკუნეებია რაც ცნობილია. ძველ საბერძნეთში მას შხამად გამოიყენებდნენ, შუა საუკუნეებში ბელადონასგან დამზადებული საცხი კუდიანების მოსაკლავად გამოიყენებოდა, ხოლო XVIII-XIX საუკუნის ევროპაში ბელადონას წვეთები პოპულარული კოსმეტოლოგიური საშუალება გახდა.

მოდაში წვეთები იტალიელმა არისტოკრატებმა შემოიტანეს. ბელადონას რამდენიმე წვეთი აფართოვებდა თვალის გუგებს, თვალებს ბრწყინვალებას მატებდა და მკვეთრად აჩენდა. სხვა მხრივ, ქალებს ჰალუცინაცია ეწყებოდათ, კარგავდნენ მხედველობას და ხშირ გამოყენებას სიკვდილიც მოჰყვებოდა.image

ტერფების გადახვევა- ძველი ჩინური ტრადიციაა, ლოტოსის ტერფები, სწორედ ასე ეძახდნენ იმ 10 სანტიმეტრიან ფეხის ტერფის “პროვოკაციას", რომელიც ქალს რჩებოდა ბავშვობიდან ფეხის ტერფების მჭიდროდ შეხვევით. ამ ტენდენციის გამო ქალები ფეხის დეფორმაციისა და ტკივილისგნ მთელი ცხოვრება იტანჯებოდნენ.

იმისათვის, რომ გოგონას ფეხი სწორი ზომა გამხდარიყო, შვიდი წლის ასაკში მათ ფეხებს უხვევდნენ ძალიან მჭიდროდ, ცერა თითზე აბჯენდნენ ძალიან მტკიცედ, რის შედეგადაც სუსტი ძვლები ილეწებოდა. ფეხები თანდათან მოღუნულ მშვილდს ემსგავსებოდა და ძალიან იყო დეფორმირებული. ხშირად ქალებს სიარულიც არ შეეძლოთ პატარა ფეხის და სისხლძარღვების შეკუმშვის გამო.

მხოლოდ XX საუკუნეში აკრძალეს კანონით ტერფების შეხვევა, “ლოტოსის ფეხსაცმეების" უკანასკნელი ფაბრიკა კი 1999 წელს დაიხურა.image


დარიშხანი- XIX საუკუნეში დარიშხანი პოპულარული კოსმეტოლოგიური საშუალება იყო. თვლიდნენ, რომ ის სიფერმკრთალეს ანიჭებდა, რაც არისტოკრატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

თავიდან იწყებდნენ მცირე დოზით, სულ რამდენიმე წვეთს სვამდნენ და შემდეგ დოზას ამატებდნენ, მაგრამ ყველაფერი ეს იწვევდა რგანიზმში შხამის დაგროვებას, რასაც ავადმყოფობა ან სიკვდილი მოჰყვებოდა. თუკი ქალი დარიშხანის მიღებას შეწყვეტდა, შედეგი მაინც იგივე იყო, ანუ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ესვათ მცირე დოზებით, რათა არ დაღუპულიყვნენ.

ზოგიერთი მოხერხებული მწარმოებელი ქალებს სხვა, ალტერნატიულ გზას სთავაზობდა, კერძოდ კი დარიშხანის საფუძველზე დამზადებულ სახის ნიღბებს, მაგრამ, შედეგი რა თქმა უნდა აქაც იგივე იყო.image



თასმისებური ჭიები- XX საუკუნეში სიგამხდრის მოდამ პიკს მიაღწია. ბევრი ქალი ყველაფრისთვის იყო მზად სწრაფი და შესამჩნევი შედეგის მისაღწევად, თუნდაც ეს მათ სხეულში პარაზიტის ნებაყოფლობით შეშვება ყოფილიყო.

ქალები იღებდნენ კაპსულებს, რომლის შემადგენელი ნაწილი სწორედ პარაზიტი იყო, კერზოდ კი თასმისებური ჭიები, რომლებიც მსხვილფეხა საქონელს ჰყავდა. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ პარაზიტი იწყევდა ცხიმის შეწოვას. ადამიანი წონას კარგავდა, მატლი კი პირიქით, იმატებდა. ხშირ შემთხვევაში იმხელა ხდებოდა, რომ მხოლოდ ქირურგიული ჩარევით იყო მისი ამოღება შესაძლებელი, მისი სიგრე ხომ 50 სანტიმერამდე მიდიოდა. გარდა ამისა, არანაირი გარანტია არ იყო იმისა, რომ ეს ჭია ზრდასთან ერთად არ გამრავლდებოდა ორგანიზმში.image

რადიოაქტიური სილამაზე- სილამაზისკენ სწრაფვა ხანდახან აბსურდულიც კია. ამის მაგალითია ის რადიოაქტიული კოსმეტოლოგიური საშუალებები, რომლებიც საფრანგეთში, 1932 წელს გამოიგონეს.

თორიუმის ქლორიდი და რადიუმის ბრომიდი, რომლებიც სწორედ ეს ნივთიერებები შედიოდა სახის ფერუმარილის შემადგენლობაში, მას უნდა გაესწორებინა კანი ნაოჭებისგან, მიეცა ერთგვაროვანი ელფერი, მოეშორებინა დეფექტები. ამის ნაცვლად კი ქალებმა მსუბუქი დასხივება მიიღეს სულ რაღაც 15 ფრანკად.

იმისდა მიუხედავად, რომ ეს პროდუქტი სახიფათოდ აღიარეს, მისი გაყიდვა მხოლოდ 1960 წელს შეწყდა.image


0
132
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0