x
image
ოტი
მამა გაბრიელი "საინტერესოა ძალიან"

image1890 წლის 20 აპრილს, ბათუმის ციხეში სიკვდილმისჯილთა სასჯელი სისრულეში უნდა მოეყვანათ მეორე დღეს... საღამოს ექვსი საათი იქნებოდა ციხეს ვეწვიე, რათა ქრისტიანი პატიმრები უკანასკნელად მეზიარებინა...
როდესაც დათა მიქელაშვილთან შევედი ის ფეხზე იდგა და სარკმლიდან ცას უყურებდა, ისე შემომხედა თითქოს სასიკვდილოდ მე მამზადებდნენ მას კი ვეცოდებოდი...
-აქა მშვიდობა!
-ეჰ.. მამაო, რა მშვიდობა უნდა იყოს აქ?!.
-შვილო გეშინია ტანჯვისა?
-ვისაც ტანჯვისა ეშინია, ის უკვე იტანჯება შიშისაგან...
-და რად დაბრუნდი შვილო?!.
-რად მომაკითხე მამაო?!.
-უნდა გაკურთხო შვილო ჩემო
პატიმარს მწარედ ჩაეცინა...
-რა გაცინებს დათა?!.
-ბაბუა შესაწირად გამზადებულ საქონელს აკურტხებინებდა...
-მერედა ყოფილიყავი და გემწყესა, ბაბუაშენის საქონელი, რომ დაძრომიალობდი ტყე-ღრე...
-ჩვენ ქართველები იმიტომ არ ვიბადებით, რომ საქონელი ვმწყემსოდ!
-თქვენ იმიტომ იბადებით, ან უფრო სწორად, რომ ვთქვა ფირალებად იბადებიით?!. ან რა თქვენ ქართველად არ თვლიდ მწყეებს?!.
-პირიქით ქართველები უძველესი დროიდან მივსდევდით მესაქონლეობას...
-კი მაგრამ, რით ჯობიხარ შენ ქართველი რუსის გენერალს?!.
-იმით, რომ მე ქართველივარ?!.
-ის ხომ გენერალია... შენ კი...
-ყველა ერის წარმომადგენელს შეუძლია გახდეს გენერალი, მაგრამ ჭეშმარიტ ქართველს მე სულ სხვაგვარად ვაფასებ!.. ჩვენი წინაპარი, რომ "ვეფხისტყაოსანს" წერდა იმ რუსი გენერლის გაშვანგული წინაპარი ტყეში დარმოდა...
-შენ არ დარბოდი ტყეში დათა?!.
პატიმარმა თავი ჩაღუნა, შემდეგ როგორც საცოდავს ისე ამომხედა... -თქვენ რა ეროვნების ხართ მამაო?!.
-ჩვენ სასულიერო მამებს ეროვნება არ გვაქვს...
-ვინ გითხრა ეეეს? რას ამბობ თუ იცი შეეენ? ... აი ამიტომ იღუპება ქართველი ერი, რომ თქვენნაირი სასულიერო მამებიღა შემორჩა!... ეროვნება ძაღლსაც ააქცს მამაო!..
აღარაფერი მეთქმოდა, თავი ჩავღუნე, ვცდილობდი რაღაცით გამომეყვანა თავისი თავდაჯერებისაგან... -კაი ბიჭო რუსებს ვჯობივართ, მაგრამ აი ბერძნებს რითი ვჯობივართ?
-სულ მარტივად გეტყვი... ბერძნებმა ერთხელ ვერ გაუძლეს იმას, რასაც ჩვენ ოც საუკუნეზე მეტია ვუძლებთ... ბიზანტია დაეცა... კოსტანტინოპოლი... აიასოფია მეჩეთად გადაკეთდა...
-კაი ბერძნებსაც ვჯობივართ! მაგრამ ებრაელებს? ღვთისგან რჩეული ერი...
-ასე მგონია მამაო, ღმერთმა გაწირა ებრაელი ერი, რადგან არ იწამეს იგი იესოს სახით...
შენ თუ ამდენი იცოდი შვილო, ტყეში რა მიგარბენინებდა?!.
-ის მიმარბენინებდა, რომ ამდენი ვიცოდი...
-მენანება შენი თავი შვილო ბაწარზე ჩამოსაკიდად...
-მერედა ვინ გითხრა, რომ ბაწარზე ვაპირებ ჩამოკიდებას?!.
ეს სიტყვები ისეთი გაკვირვებით მითხრა, თითქოს არ იცოდა რას ვეუბნებოდი...წამოვდექი კარისკენ დავაპირე წასვლა და... გავიგონე ხმა, რომელსაც ბზარი შეპარვოდა...
-მამაო ერთი სათხოვარი მაქვს...
-გისმენ შვილო...
-დაარწმუნე ქართველები, რომ იგინი იმიზა გაჩდნენ ამ ქვეყანაზე, რომ ქართველები იყვნენ და არა რუსის გენერლები...
-ღმერთმა დაგლოცოს შვილო ჩემო...
პატიმარი დავტოვე ისე, რომ მეზიარებინა ისიც დამავიწყდა.. არაფერი მახსოვდა, მხოლოდ ვამაყობდი, რომ ქართველი ვიყავი... არც კი გამკვირვებია, როდესაც გავიგე დათა ციხიდან გაიქცაო... მე ხომ ვიცოდი, რომ ის ბაწარზე ჩამოკიდებას არ აპირებდა.


1
358
5-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
358
  
2021, 4 იანვარი, 2:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1