რელიგია ნაბოძები საეკლესიო წოდება, შიშველი ფეხით მოვლილი სალოცავები და საქმისთვის მიძღვნილი გული 2012, 6 დეკემბერი, 18:35 სამების ტაძრის მხატვართუხუცესი - ეს საეკლესიო წოდება მხატვარ ამირან გოგოლიძეს სრულიათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია 2-ის კურთხევით მიენიჭა. ბატონი ამირანი სიყმაწვილიდანვე ეზიარა როგორც ხელოვნებას, ასევე ეკლესიურ ცხოვრებას.მიუხედავად საბჭოთა წეს-წყობილებისა, რომელიც თავგამოდებით ებრძოდა ქრისტიანობას, წმინდა ადგილების მოსალოცად ფეხშიშველი დადიოდა.სიძველის მოვლა-პატრონობის სურვილი პირველად, ალავერდის ნახვისას აღეძრა და მას შემდეგ, 50-მდე ეკლესია-მონასტრის რესტავრაცია-კონსერვაციაში მონაწილეობდა. 73 11-ს მოსწონს
|