სხვა რა უნდა ვიცოდეთ სელფის გადაღების დროს 2021, 6 იანვარი, 15:58 თანამედროვე სამყაროში სელფი სულ უფრო პოპულარული ხდება. ფოტოს გადაღება სხვადასხვა რაკურსიდან ბევრისთვის საყვარელი გასართობია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გადავიღოთ ხარისხიანი სელფი. გამოიყენეთ ყველა ადგილი თქვენს ბინაშიჩვეულებრივ, როცა ადამიანი თავის თავს უღებს ფოტოს, ერთ ადგილზე დგას. შედეგად გამოდის ბევრი სურათი ერთიდაიგივე ფონით. ეცადეთ გადაადგილდეთ და სხვადასხვა რაკურსები მოძებნოთ. ზოგჯერ უკანა პლანზე მცირე უწესრიგობაც კი შეიძლება კარგი კადრის ნაწილი გახდეს. ნუ ეცდებით უკეთესი გახდეთროცა გადაღებას ვიწყებთ, ვცდილობთ ლამაზად და უკეთესად გამოვიყურებოდეთ, სახის არაბუნებრივ გამომეტყველებას ვიღებთ და შედეგად ერთი ტიპის სურათებს ვღებულობთ. ეცადეთ იყოთ ბუნებრივი. გამოიყენეთ ტელეფონის შტატივი ან მაღალი სადგამი. გადაადგილდით ოთახში, ისაუბრეთ ტელეფონზე, დაკავდით სხვადასხვა საქმიანობით (დააყენეთ სმარტფონი ავტომატური გადაღების რეჟიმზე). მაშინ თქვენ შეძლებთ მიიღოთ ბევრი უჩვეულო და ბუნებრივი ფოტო. სხვადასხვა სტილირათ გინდათ უამრავი ფოტო ერთიდაიგივე ჩაცმულობით და ვარცხნილობით? გადაწყვიტეთ ფოტოსესია მოაწყოთ? მაშინ მოამზადეთ სხვადასხვა სამოსი-საშინაო, საქმიანი, სადღესასწაულო სტილის. ამასთან არ დაგავიწყდეთ ცვალოთ უკანა ფონი. მეტი დეტალები კადრშისხვადასხვა დეტალები უკანა ფონზე გამოსახულებას უფრო ზუსტს და მეტყველს ხდის. აირჩიეთ რომელიმე მიმზიდველი ობიექტი და მოათავსეთ თქვენს უკან. მაგალითად: ძველი ლარნაკი ან ჩემოდანი შეიძლება გახდეს დეტალი "წარსულიდან". შეცვალეთ პოზაალბათ შეამჩნიეთ, რომ სელფების უმეტესობა ერთმანეთს ჰგავს. ჩვეულებრივ ადამიანი ფოტოს უღებს მხოლოდ თავის სახეს. სცადეთ სმარტფონი შტატივზე თქვენი თვალების სიმაღლეზე დაამაგროთ, გადაიღეთ სელფები სხვადასხვა რაკურსით და თან შეიცვალეთ პოზები. სელფი სარკეშისელფი სარკეში-21 საუკუნის კიდევ ერთი მოდური ზეგავლენაა. თუ თქვენ გაქვთ სარკე, რომლის გადაადგილებაც შეიძლება, გამოიყენეთ მაქსიმალურად. შეარჩიეთ მკვეთრი სინათლე, ჩაიცვით საყვარელი სამოსი. თითები (რომლითაც სმარტფონი გიჭირავთ) დაძაბული არ უნდა გქონდეთ. შეამცირეთ ექსპოზიციაშეეცადეთ ფოტოგრაფირებისთვის დღის სინათლე გამოიყენოთ, დღის მკვეთრი შუქი გადაფარავს ყველა ნაკლს სახეზე. გადაღების დროს შეამცირეთ ექსპოზიცია, მაშინ ფოტოზე უფრო რბილი განათება იქნება. ძალიან კონტრასტული ფოტოს გადაღებას აზრი არ აქვს: სხეულის და კანის ყველა დეფექტი ზედმიწევნით გამოჩნდება. უჩვეულო ჩრდილიროგორ გავაკეთოთ დამოუკიდებლად უჩვეულო ჩრდილი? ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სამზარეულოს საწური, ჟალუზი, დიდი ყვავილი და სხვ. აღნიშნული საგნებით შეიძლება უცნაური ჩრდილების შექმნა, რომელიც თქვენს ფოტოს უჩვეულოს გახდის. გადაიღეთ თქვენი სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილიამ მიზნისთვის გამოიყენეთ პატარა სარკე და გადაიღეთ თქვენი სახე სარკეში. შეიძლება სახის მხოლოდ ნახევარი გადაიღოთ ან მხოლოდ თვალები. სცადეთ სარკეზე დაიტანოთ სარეცხი საშუალება, მისი ტექსტურა ფოტოს უჩვეულოს გახდის. თეთრი ზეწარითეთრი ზეწრით საოცრებების მოხდენა შეიძლება, გამოიყენეთ ის როგორც ფონი, გაეხვიეთ მასში, მოაწყეთ ფოტოსესია თეთრი ფერის ლოგონის თეთრეულში. სავ-თეთრი ფოტოები ასეთ შემთხვევებში მომგებიანად გამოიყურება. წარმატებული რაკურსიყველა ჩვენგანს აქვს თავისი "სამუშაო მხარე" (ანუ რომელი მხრიდანაც ფოტოსურათზე ეფექტურად გამოვიყურებით). ამის გასაგებად კი ბევრი ფოტოსინჯის გაკეთება მოგვიწევს, რათა დავადგინოთ ჩვენი "ძლიერი მხარე"და შემდგომში რომელი რაკურსი გამოვიყენოთ. ბლიკებიდაიმახსოვრეთ: თუ შუქი ზემოდან გვეცემა, თვალების ქვეშ არასასურველი წრეები ჩნდება. ეს რომ არ მოხდეს, მზერა უნდა მივმართოთ განათების წყაროსკენ. ასე ჩვენს თვალებში ბლიკები გაჩნდება, რაც უფრო ცოცხალს გახდის სურათს. ამასთან ტელეფონი მაქსიმალურად შორს უნდა გვეჭიროს და არ გადავფაროთ სინათლე. ღიმილიარ დაგავიწყდეთ გულწრფელი ემოციები. ბუნებრივი ღიმილი ყოველთვის იქცევს ყურადღებას. გაეცანით სხვა სტატიებსაც:1. მავნე ყოფითი ჩვევები, რომელიც არ უნდა ჰქონდეს კარგ დიასახლისს 2. რა მოგვივა, თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ? 3. შესაძლებელია თუ არა სამედიცინო ნიღბის გამუდმებული ხმარებისას ყურების ფორმა შეიცვალოს? 4. ჩვენთვის ნაცნობი მე-20 და 21-ე საუკუნეების საყოფაცხოვრებო ტექნიკის შედარება 5. აშკარად გამოხატული ნიშნები იმისა, რომ დეპრესია გაქვთ 6. საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი? 7. შეიძლება თუ არა დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან კუჭი გასკდეს 8. იცოდით თუ არა, რისგან ამზადებენ კიბორჩხალის (კრაბის) ჩხირებს? 9. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით 10. გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა 76 3-ს მოსწონს
|