x
image
ირინა მ.
Mediator image
რა უნდა ვიცოდეთ სელფის გადაღების დროს
image


თანამედროვე სამყაროში სელფი სულ უფრო პოპულარული ხდება. ფოტოს გადაღება სხვადასხვა რაკურსიდან ბევრისთვის საყვარელი გასართობია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გადავიღოთ ხარისხიანი სელფი.

გამოიყენეთ ყველა ადგილი თქვენს ბინაში

ჩვეულებრივ, როცა ადამიანი თავის თავს უღებს ფოტოს, ერთ ადგილზე დგას. შედეგად გამოდის ბევრი სურათი ერთიდაიგივე ფონით. ეცადეთ გადაადგილდეთ და სხვადასხვა რაკურსები მოძებნოთ. ზოგჯერ უკანა პლანზე მცირე უწესრიგობაც კი შეიძლება კარგი კადრის ნაწილი გახდეს.

ნუ ეცდებით უკეთესი გახდეთ

როცა გადაღებას ვიწყებთ, ვცდილობთ ლამაზად და უკეთესად გამოვიყურებოდეთ, სახის არაბუნებრივ გამომეტყველებას ვიღებთ და შედეგად ერთი ტიპის სურათებს ვღებულობთ. ეცადეთ იყოთ ბუნებრივი. გამოიყენეთ ტელეფონის შტატივი ან მაღალი სადგამი. გადაადგილდით ოთახში, ისაუბრეთ ტელეფონზე, დაკავდით სხვადასხვა საქმიანობით (დააყენეთ სმარტფონი ავტომატური გადაღების რეჟიმზე). მაშინ თქვენ შეძლებთ მიიღოთ ბევრი უჩვეულო და ბუნებრივი ფოტო.

სხვადასხვა სტილი

რათ გინდათ უამრავი ფოტო ერთიდაიგივე ჩაცმულობით და ვარცხნილობით? გადაწყვიტეთ ფოტოსესია მოაწყოთ? მაშინ მოამზადეთ სხვადასხვა სამოსი-საშინაო, საქმიანი, სადღესასწაულო სტილის. ამასთან არ დაგავიწყდეთ ცვალოთ უკანა ფონი.

image

მეტი დეტალები კადრში

სხვადასხვა დეტალები უკანა ფონზე გამოსახულებას უფრო ზუსტს და მეტყველს ხდის. აირჩიეთ რომელიმე მიმზიდველი ობიექტი და მოათავსეთ თქვენს უკან. მაგალითად: ძველი ლარნაკი ან ჩემოდანი შეიძლება გახდეს დეტალი "წარსულიდან".

image

შეცვალეთ პოზა

ალბათ შეამჩნიეთ, რომ სელფების უმეტესობა ერთმანეთს ჰგავს. ჩვეულებრივ ადამიანი ფოტოს უღებს მხოლოდ თავის სახეს. სცადეთ სმარტფონი შტატივზე თქვენი თვალების სიმაღლეზე დაამაგროთ, გადაიღეთ სელფები სხვადასხვა რაკურსით და თან შეიცვალეთ პოზები.

სელფი სარკეში

სელფი სარკეში-21 საუკუნის კიდევ ერთი მოდური ზეგავლენაა. თუ თქვენ გაქვთ სარკე, რომლის გადაადგილებაც შეიძლება, გამოიყენეთ მაქსიმალურად. შეარჩიეთ მკვეთრი სინათლე, ჩაიცვით საყვარელი სამოსი. თითები (რომლითაც სმარტფონი გიჭირავთ) დაძაბული არ უნდა გქონდეთ.

image


შეამცირეთ ექსპოზიცია

შეეცადეთ ფოტოგრაფირებისთვის დღის სინათლე გამოიყენოთ, დღის მკვეთრი შუქი გადაფარავს ყველა ნაკლს სახეზე. გადაღების დროს შეამცირეთ ექსპოზიცია, მაშინ ფოტოზე უფრო რბილი განათება იქნება. ძალიან კონტრასტული ფოტოს გადაღებას აზრი არ აქვს: სხეულის და კანის ყველა დეფექტი ზედმიწევნით გამოჩნდება.


image

უჩვეულო ჩრდილი

როგორ გავაკეთოთ დამოუკიდებლად უჩვეულო ჩრდილი? ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სამზარეულოს საწური, ჟალუზი, დიდი ყვავილი და სხვ. აღნიშნული საგნებით შეიძლება უცნაური ჩრდილების შექმნა, რომელიც თქვენს ფოტოს უჩვეულოს გახდის.

image

გადაიღეთ თქვენი სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილი

ამ მიზნისთვის გამოიყენეთ პატარა სარკე და გადაიღეთ თქვენი სახე სარკეში. შეიძლება სახის მხოლოდ ნახევარი გადაიღოთ ან მხოლოდ თვალები. სცადეთ სარკეზე დაიტანოთ სარეცხი საშუალება, მისი ტექსტურა ფოტოს უჩვეულოს გახდის.

თეთრი ზეწარი

თეთრი ზეწრით საოცრებების მოხდენა შეიძლება, გამოიყენეთ ის როგორც ფონი, გაეხვიეთ მასში, მოაწყეთ ფოტოსესია თეთრი ფერის ლოგონის თეთრეულში. სავ-თეთრი ფოტოები ასეთ შემთხვევებში მომგებიანად გამოიყურება.


წარმატებული რაკურსი

ყველა ჩვენგანს აქვს თავისი "სამუშაო მხარე" (ანუ რომელი მხრიდანაც ფოტოსურათზე ეფექტურად გამოვიყურებით). ამის გასაგებად კი ბევრი ფოტოსინჯის გაკეთება მოგვიწევს, რათა დავადგინოთ ჩვენი "ძლიერი მხარე"და შემდგომში რომელი რაკურსი გამოვიყენოთ.

image

ბლიკები

დაიმახსოვრეთ: თუ შუქი ზემოდან გვეცემა, თვალების ქვეშ არასასურველი წრეები ჩნდება. ეს რომ არ მოხდეს, მზერა უნდა მივმართოთ განათების წყაროსკენ. ასე ჩვენს თვალებში ბლიკები გაჩნდება, რაც უფრო ცოცხალს გახდის სურათს. ამასთან ტელეფონი მაქსიმალურად შორს უნდა გვეჭიროს და არ გადავფაროთ სინათლე.

image

ღიმილი

არ დაგავიწყდეთ გულწრფელი ემოციები. ბუნებრივი ღიმილი ყოველთვის იქცევს ყურადღებას.

image




გაეცანით სხვა სტატიებსაც:





1. მავნე ყოფითი ჩვევები, რომელიც არ უნდა ჰქონდეს კარგ დიასახლისს


2. რა მოგვივა, თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ?


3. შესაძლებელია თუ არა სამედიცინო ნიღბის გამუდმებული ხმარებისას ყურების ფორმა შეიცვალოს?


4. ჩვენთვის ნაცნობი მე-20 და 21-ე საუკუნეების საყოფაცხოვრებო ტექნიკის შედარება


5. აშკარად გამოხატული ნიშნები იმისა, რომ დეპრესია გაქვთ


6. საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი?


7. შეიძლება თუ არა დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან კუჭი გასკდეს


8. იცოდით თუ არა, რისგან ამზადებენ კიბორჩხალის (კრაბის) ჩხირებს?


9. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით


10. გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა




0
72
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0