სხვა ვნებიან მედდას,კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან სექსის გამო პატიმრობა ელოდება 2020, 31 დეკემბერი, 14:27 ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში Wisma Atlet Kemayoran საავადმყოფოში ზედმეტად ახურებული მედდა გამოიჭირეს, რომელსაც ფარულად სექსი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ ავადმყოფთან. ეს ამბავი გამოაშკარავდა მას შემდეგ, როდესაც მამაკაცმა მეგობრებთან დაიტრაბახა და მედდასთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა აჩვენა, თუმცა სკრინშოტი სწრაფად გავრცელდა, გახდა ვირუსული და პოლიციამ მალევე მიაკითხა "ცელქ" მედდას და პაციენტს. ამის შესახებ იტყობინება The Sun. პაციენტმა ასევე გამოაქვეყნა მედდის ინდივიდუალური დამცავი კოსტუმის ფოტო, რომელიც იატაკზე აგდია, რადგან მაგ დროს წყვილი ვნების მორევში იყო გადავარნილი, - ნათქვამია მოხსენებაში. პოლიციის ვიზიტისთანავე, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ მედდა უმალ დაითხოვა სამსახურიდან და კარანტინაში გადაიყვანა. ორივე დამნაშავემ ტესტება გაიარა კორონავირუსზე, მამაკაცი ტესტი კვლავ დადებითი იყო და გოგონასი უარყოფითი. ადგილობრივი კანონის თანახმად, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ორივე დამრღვევს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. (შენიშვნა: მთავარი ფოტო პირობითია) 313 2-ს მოსწონს
|