სხვა ძაღლების ხროვამ 20 წლის გოგონა დაგლიჯა 2020, 30 დეკემბერი, 16:03 მანიკურის ოსტატს ტატიანა ლოსკუტნიკოვას 23 დეკემბერს, დილით საკუთარი სახლის სიახლოვეს ქალაქ ულან-უდეში, თავს დაესხნენ მაწანწალა ძაღლები.ამჟამად გოგონას მდგომაროება მძიმეა, მაგრამ სტაბილური . მაშველებმა განაცხადეს, რომ ძაღლებმა -22C ტემპერატურაზე გოგონას ტანსაცმელი შემოაგლიჯეს, სხეულზე ძვლამდე დასული ნაკბენებით დაუსერეს და სახე სერიოზულად დაუზიანეს. 20 წლის გოგონას საშველად მეზობლის ქალი, ალექსნადრა ანდეევა გამოვიდა, რომელმაც პოლიციის მოსვლამდე ჯოხით შეძლო ძაღლების მოგერიება . - -დილით, დაახლოებით ცხრა საათზე გავიგე ძაღლების ღრენა და ყეფა, ჩავიცვი და გზაჯვარედინზე გავედი - იქ ზურგჩანთა ეგდო. შემდეგ გავიხედე და დავინახე ძაღლების ხროვა და მიწაზე მწოლიარე ადამიანი. ათამდე ძაღლი იყო, შეიძლება მეტიც. გოგონა მიწაზე იწვა და აღარ ყვიროდა. იგი გონზე იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ტკივილისგან ვეღარ ყვიროდა.-განაცხადა ალექსანდრა ანდრეევამ. მოწმის მიერ გადაღებული ფოტო მალევე ქალს ახალგაზრდა ბიჭი მიეხმარა, მათ ერთობლივი ძალებით შეძლეს ძაღლების მოგერიება, გოგონა კი ანდრეევას სახლში გადაიყვანეს და სასწრაფოს და პოლიციას გამოუძახეს. როგორც გაირკვა იმავე დღეს, ძაღლები სკოლაში მიმავალ 9 წლის ბიჭუნას დაესხნენ თავს, თუმცა ამ შემთხვევაში ცხოველების განდევნა მოასწრეს.ბიჭუნაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას მხოლოდ ფეხი აქვს დაზიანებული. ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები და ძაღლების დაჭერის სამსახური. 5 დღის შემდეგ გოგონას მდგომაროება შედარებით დასტაბილურდა "გონზე მოვიდა, ესმის ჩვენი, ჯერ ისევ აპარატზეა შეერთებულია, მილი აქვს ჩადგმული და საუბარი არ შეუძლია. მთელი სახეზე ბინტი აქვს გადაკრული. ხელში ხელს გვიჭერს. თუ რამე სჭირდება, კალმით გვიწერს. მოვუყევით, რომ ხალხი გვეხმარება, მან საპასუხოდ დაგვიწერა: ”მადლობა ყველას. ყველანი მიყვარხართ ”, - თქვა დაზარალებულის დედამ, ლარისა ლოსკუტნიკოვამ. 547 1-ს მოსწონს
|