სხვა პანდემიის გამო გოგონამ სამსახური დაკარგა და ახლა 10-ჯერ მეტს ფულს შოულობს 2020, 28 დეკემბერი, 17:19 ![]() კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიის გამო სკოლის მასწავლებელმა, 23 წლის რეილი სამერსმა ლოს-ანჯელესიდან სამსახური დაკარგა, თუმცა გოგონამ მალევე მოახერხა პროფილის შეცვლა და ახლა 10-ჯერ უფრო მეტ ფულს შოულობს ვიდრე პედაგოგად მუშაობის პერიოდში. ![]() გოგონამ ინსტაგრამზე ცხელი ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო და მისი წარმატება იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ ამჟამად მის გვერდს 1, 2 მილიონი გამომწერი ადევნებს თვალს. გოგონა ამითაც არ დაკმაყოფილდა და დარეგისტრირდა Nudiez.Tv-ზე, დიდებისთვის განკუთვნილ საიტზე. ![]() გოგონა მასწავლებლად მუშაობის დროს წელიწადში 36 000 დოლარს იღებდა, ახლა კი კვირაში 8000 დოლარს შოულობს. ![]() გოგონამ აღიარა, რომ ბევრი ფულის გარდა, ახალი სამუშაო შეუდარებელ სიამოვნებას ანიჭებს. "მსიამოვნებს იმის წარმოდგენა, რომ ვარ სექსუალური, ყოველი ახალი შიშველი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, ადრენალინის მოზღვავებას განვიცდი"-განაცხადა რეილი სამერსმა. ![]() ამასთანავე გოგონას სიამოვნებს ყურადღება თაყვანისმცემლებისგან, იგი არც თუ იშვიათად პასუხობს კიდეც მათ, თუმცა მხოლოდ გარკვეულ დისტანციამდე. მოუხედავად იმისა, რომ გოგონას შეყვარებული ჰყავს, მომხმარებლები მაინც უხსნიან სიყვარულს, მაგალითად ერთ-ერი ფანი მის ყოველ ფოტოს ქვეშ ლექსს უწერს, რომელიც რეილის ძალიან მოსწონს. 1264 3-ს მოსწონს
|