სხვა ქმრები ცხოვრებით უკმაყოფილეები არიან, თუ ცოლებზე ნაკლები ხელფასი აქვთ 2020, 28 დეკემბერი, 10:43 კვლევა აჩვენებს, რომ ქმარი უკმაყოფილოა, როცა ცოლი მასზე მეტს გამოიმუშავებს, და ნერვიულობს, თუ მეუღლის შემოსავლის ზრდა ოჯახის ბიუჯეტის ზრდას იწვევს.
ახალი კვლევა
კვლევა ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. კვლევამ აჩვენა, რომ ქმრები, რომლებიც ცოლებზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, ცხოვრებით უკმაყოფილეები უფრო ხშირად არიან (18%). ქმრები, რომლებიც მეტს ან იმდენს გამოიმუშავებდნენ, რამდენსაც ცოლები, უფრო ბედნიერები არიან. მათგან მხოლოდ 11% იყო ცხოვრებით უკმაყოფილო.
კვლევის თანაავტორი, სოციოლოგი ვანესა გაში თვლის, რომ ოჯახის მარჩენალი–მამაკაცის იდეალი უფრო „ძლიერი შეიძლება იყოს, ვიდრე ვფიქრობდით“. „როგორც ჩანს, ქმრებმა ქორწინებაში უფრო მეტი უნდა გამოიმუშაონ, რომ თავი კარგად იგრძნონ“ – ამბობს ვანესა გაში. კვლევის ფარგლებში გამოიყენეს დიდ ბრიტანეთში 2009-2017 წლების ოჯახების გამოკითხვების მონაცემები იმის შესამოწმებლად, თუ რა გავლენას ახდენს პარტნიორების ხელფასებს შორის სხვაობა ოჯახურ კეთილდღეობაზე. ასევე დაგაინტერესებთ: როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის რატომ უყვართ ძლიერ ქალებს უმაკიაჟოდ სიარული ყოველი მესამე ქალი პაემანზე უფასო საჭმლის გამო დადის - კვლევა 29 შეფასება არ არის |