საქართველო "არც ჟურნალისტებად ვარგიხართ, არც ადამიანებად!" - კახა კალაძე ნოდარ მელაძეს 2020, 27 დეკემბერი, 20:21 დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნოდარ მელაძესა და მის გუნდს სიცრუეში ადანაშაულებს. კალაძის თქმით, გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათში" სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან დაკავშირებით გასული სიუჟეტი სიმართლეს არ შეესაბამება და ის სრულ სიცრუეზე იყო აგებული: "არ აქვს მნიშვნელობა იარაღით მოკლავ თუ სიცრუით, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად ძალადობ თუ სიტყვით. ასეთი შეთითხნილი ვითომ სიუჟეტით, მოძალადეც ხდები და მკვლელიც. არც ჟურნალისტებად ვარგიხართ, არც ადამიანებად !"- დაწერა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე.2338 3-ს მოსწონს |