რელიგია 10 რამ, რასაც ღმერთი არ გკითხავთ, როცა მასთან მიხვალთ. 2020, 27 დეკემბერი, 16:49 1 - ღმერთი არ გკითხავთ, რა მოდელის მანქანა გყავდათ, ის გკითხავთ, რამდენ ადამიანს მოემსახურეთ ამ მანქანით.
2. ღმერთი არ გკითხავთ, რამდენ კვადრატულ მეტრს მოიცავს თქვენი სახლი. ის გკითხავთ, რამდენი შეჭირვებული ადამიანი მიიღეთ სტუმრად.
3. ღმერთი არ გკითხავთ, რომელი ბრენდის ტანსაცმელს ატარებდით. ის გკითხავთ, რამდენი ადამიანი შემოსეთ.
4. ღმერთი არ გკითხავთ, რამდენ თანხას გამოიმუშავებდით, ის გკითხავთ, თუ იყო ეს ფული პატიოსანი გზით ნაშოვნი.
5. ღმერთი არ გკითხავთ, რა იყო თქვენი თანამდებობა, ის გკითხავთ, თუ ასრულებდით თქვენს მოვალეობას საუკეთესოდ.
6. ღმერთი არ გკითხავთ, რამდენი მეგობარი გყავდათ. ის გკითხავთ, რამდენი ადამიანი გთვლიდათ ნამდვილ მეგობრად.
7. ღმერთი არ გკითხავთ, სად ცხოვრობდით. ის გკითხავთ, როგორ ექცეოდით თქვენს მეზობლებს.
8. ღმერთი არ გკითხავთ თქვენი კანის ფერს. ის მოგკითხავთ შინაგან სისუფთავეს.
9. ღმერთი არ გკითხავს, რატომ დაგჭირდა ამდენი დრო, რომ გადარჩენა მიგეღო. ის სიყვარულით მიგიღებს, გაგკიცხავს გაფლანგული დროისთვის და მოგცემს კიდევ ერთ შანსს რომ მოექცე მისკენ.
10. ღმერთი არ გკითხავს, რამდენ ადამიანს გაუზიარე ეს სიტყვა. ის უბრალოდ გკითხავს, უხერხლობა ხომ არ იგრძენი ამის წაკითხვისას.
580 2-ს მოსწონს
|