x
სოციალური კოგნიტური კარიერის თეორია

image

სოციალური კოგნიტური კარიერის თეორია ხაზს უსვამს პიროვნულ ცვლადებს, რომლებიც ხალხს საშუალებას აძლევს გავლენა მოახდინონ საკუთარ კარიერულ განვითარებაზე. ის წარმოადგენს შედარებით ახალ მცდელობას, რომ გავიგოთ პროცესები, რომლის საშუალებითაც ადამიანები ქმნიან ინტერესებს, აკეთებენ არჩევანს და აღწევენ სხვადასხვა დონის წარმატებას საგანმანათლებლო და პროფესიულ საქმიანობაში.


Banduras-ს ზოგად სოციალურ კოგნიტიურ თეორიაში აქცენტი გაკეთებულია პიროვნების რამდენიმე ცვლადზე (მაგ., თვითეფექტურობა, შედეგების მოლოდინები და მიზნები) და იმაზე, თუ როგორ ურთიერთობენ ეს ცვლადები ადამიანის სხვა ასპექტებთან და გარემოსთან კარიერული განვითარების კურსის ჩამოყალიბების დროს. სოციალური კოგნიტური თეორიის მიხედვით, კარიერასთან დაკავშირებულ ქცევებზე გავლენას ახდენს გენეტიკა და ასევე პიროვნების ასპექტები: ქცევა, რწმენები თვითეფექტურობის შესახებ, მოლოდინები შედეგების მიმართ და მიზნები.


სოციალურ კოგნიტური კარიერის თეორია ანალიზის ორ დონედაა დაყოფილი. პირველ დონე მოიცავს პიროვნულ ცვლადებს (თვითეფექტურობა, შედეგების მოლოდინი, პირადი მიზნები).

მეორე დონე განიხილავს იმ გზებს, რომელთა საშუალებითაც რამდენიმე დამატებითი ცვლადი, როგორიცაა ფიზიკური მახასიათებლები(მაგალითად, სქესი და რასა), გარემოს მახასიათებლები და სწავლის განსაკუთრებული გამოცდილება, გავლენას ახდენს კარიერასთან დაკავშირებულ ინტერესებზე, არჩევანზე და ამ არჩევნამდე მისასვლელ ქცევაზე.



ზოგადი სოციალური კოგნიტური თეორიის საფუძველზე მიღებული ვარაუდით წარმოიშვა ჰიპოთეზა, რომ ადამიანი, გარემო და ქცევის ცვლადები გავლენას ახდენენ ერთმანეთზე.


სოციალური კოგნიტური კარიერის თეორიის თანახმად, კარიერულ განვითარებაზე გავლენას ახდენს ობიექტური, გარემო ფაქტორები. ობიექტური ფაქტორების მაგალითებში შედის განათლების ხარისხი და ფინანსური დახმარება. ასეთმა ობიექტურმა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის კარიერულ განვითარებაზე. ცალკეული ობიექტური ფაქტორის მოქმედება ხშირად ნაწილობრივ მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს და რეაგირებს ინდივიდი მათზე. გარემოს ობიექტური ასპექტების გარდა, სოციალური კოგნიტური კარიერის თეორია ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტორებზე, რომლებიც გარემოზე ზემოქმედებს. ასეთი ორი ძირითადი ფაქტორია. პირველი მოიცავს დისტალურ ფაქტორებს, მეორე - პროქსიმალური - (დაფარული ადამიანის შიგნით არსებული) ფაქტორებია.

დისტალური ფაქტორები გავლენას ახდენენ სასწავლო გამოცდილებაზე, რომლის დროსაც ვითარდება კარიერასთან დაკავშირებული თვითეფექტურობა და შედეგების მოლოდინი.

პროქსიმალური, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ან კარიერული გადაწყვეტილების მიღების აქტიური ფაზების დროს.

პროქსიმალურმა ფაქტორებმა შესაძლებელია შეცვალონ ა) ინტერესების დამოკიდებულება მიზნებთან და ბ) მიზნების დამოკიდებულება ქმედებებთან. შესაბამისი ინტერესები იწვევენ მიზნებს, რომელიც თავის მხრივ, ხელს უწყობს არჩევანის შესაბამის მოქმედებებს. პროქსიმალური ფაქტორები განსაზღვრავს თუ როგორ ვითარდება ეს პროცესები. ანუ როგორ გარდაიქმნება ინტერესები მიზნებში, მიზნები კი ქმედებებში. არასასურველი გარემო ფაქტორებ (მაგალითად, გადაულახავი ბარიერები, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებ) ხელს უშლიან ამ პროცესს. სასარგებლო გარემო ფაქტორები კი (მაგალითად, ფართო მხარდაჭერა, მცირე ბარიერები) ხელს უწყობს ინტერესების მიზნებში და მიზნების მოქმედებად გადაქცევის პროცესს.

image

ბარიერები განისაზღვრება როგორც მოვლენები ან პირობები, პიროვნების შიგნით ან მის გარემოცვაში, რაც ართულებს კარიერულ წინსვლას. კვლევებით გამოვლინდა კარიერასთან დაკავშირებული ბარიერების კვლევის ევოლუცია და გამოირკვა რომ ის ძირითადად წარმოიშვა ქალთა კარიერასთან დაკავშირებული მისწრაფებების შეზღუდვის და მათ შესაძლებლობებსა და მიღწევებს შორის ხშირად გამოკვეთილი ხარვეზების ახსნისთვის. შემდგომში ბარიერის კონსტრუქტი გავრცელდა მამაკაცთა და რასობრივ-ეთნიკური უმცირესობების ჯგუფის წევრების კარიერული განვითარების შესწავლაზეც.


ბარიერები წარმოადგენს როგორც ინტრაპერსონალურ - შინაგან (მაგ.თვითკონცეფციას), ისე გარემოს (მაგ.სამუშაო ადგილის დისკრიმინაციას) ფაქტორებს, რომლებიც ხელს უშლის კარიერულ განვითარებას.


გარკვეული ბარიერები შეიძლება განზოგადდეს ან ეხებოდეს ერთ კონკრეტულ საკითხს. განვიხილოთ კოლეჯის სტუდენტი, რომელიც ირჩევს ხელოვნების ისტორიის სპეციალობას. მან აღმოაჩინა რომ მისი მშობლები სასტიკად ეწინააღმდეგებიან ამ არჩევანს და ემუქრებიან ფულადი დახმარების მოხსნით. სოციალური და ფინანსური ბარიერები, რომელმაც ამ სტუდენტზე უნდა იმოქმედოს, არ არის განზოგადებული მისი კარიერული წინსვლის ყველა ასპექტში, არამედ უკავშირდება სტუდენტის კონკრეტულ არჩევანზე (ხელოვნების ისტორიაზე).


ბარიერებმა შეიძლება ხელი შეუშალოს კარიერული წინსვლის პრაქტიკულად ნებისმიერ ასპექტს. როგორც კარიერის არჩევის პროცესს, ასევე ამ არჩევანის შესრულებას და /ან კარიერულ წინსვლას.

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ლიპარტელიანი
თამარ ლიპარტელიანი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0