x
ვინ არის წარმატებული ლიდერი - მარგარეტ ტეტჩერი.
ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი - იყო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მნისტრი 1979- 1990 წლებში და ასევე, კონსერვატიული პარტიის ლიდერი1975-1990 წლებში. ის იყო მე-20 საუკუნის დასავლური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ემბლემატური ლიდერი. ყველაზე ხანგრძლივი ვადით არჩეული პრემიერ-მინისტრი, ამ პოსტზე ერთადერთი ქალბატონი 2016 წლამდე. ის იყო პირველი ქალი, ვინც პრემიერ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე ევროპაში. ეს ქალთა მიღწევა იყო ევროპის მასშტაბით. საბჭოთა ჟურნალისტიკა მას ეძახდა "რკინის ლედის" – მეტსახელს, რომელიც ასოცირდებოდა მის უკომპრომისო პოლიტიკასა და ლიდერობის სტილთან.


მისი ცნობილი გამოსვლის შემდეგ ბრიტანული გამოღვიძება 1976 წელს საბჭოთა პროპაგანდამ შეურაცხყოფა სცადა და უწოდა მას "რკინის ქალბატონი", რისი შეცვლაც მან შეძლო პოზიტიური და მაამებელი თვალსაზრისით და მას შემდეგ გამოიყენა როგორც ემბლემა. ამ მონაკვეთიდან კარგად ჩანს მარგარეტ ტეტჩერის ძალა ყველა მოვლენა ექცია მისთვის ხელსაყრელად. მას შეეძლო გამოწვევების მიღება და მათი ისე გარდაქმნა რომ თავი კომფორტულად ეგრძნო.


ერთ-ერთი უცხოური სტატიის ავტორი ხაზს უსვამს მარგარეტ ტეტჩერის კომუნიკაციის უნარს. ის საუბრობს როგორც ვერბალურ ასევე არავერბალურ კომუნიკაციაზე და აღნიშნავს რომ ტეტჩერის ლაპარაკის უნარ-ჩვევები, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც დაეხმარა მას პოლიტიკურლიდერობაში. მარგარეტ ტეტჩერი არ ერიდებოდა იმის თქას რასაც ფიქრობდა. ის არ ერიდებოდა რადიკალურ ღონისძიებების გატარებას. იყო გამბედავი და ქარიზმატული ლიდერი. მისთვის დამახასიათებელი იყო წინააღმდეგობის გაწევა. ერთ-ერთ ინტერვიუში მარგარეტ ტეტჩერი ამბობს - მე შემიძლია ვიყო ჯგუფის ხელმძღვანელი და ამას ვამტკიცებ კიდეც.


მისი მეუღლე მას ახასიათებს როგორც ჭკვიან, ქარიზმატულ, ქედმოუხრელ, ენთუზიაზმ, მტკიცე, გამბედავ, პატიოსან და საკუთარ ძალებში დარწმუნებულ ადამიანს. ამ ეპითეტებს ნამდვილად ყველა დაეტანხმება მისი ბიოგრაფიის წაკიტხვის შემდეგ. ყველა ეს თვისება ნამდვილი ლიდერისთვის არის დამახასიათებელი და ამ თვისებებმა განაპირობა მისი წარმატება, როგორც უძლიერესი და სტაბილური ლიდერი მრავალი წლის განმავლობაში.



მისი კომუნიკაბელურობა და დომინანტობა განაპირობებდა ჯგუფში მის გამორჩეულობას. ადვილად შეეძლო გავლენის მოპოვება დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარით. ყველას დიდ პატივს სცემდა განურჩევლად სოციალური კუთვნილებისა. მისთვის არ იყო დამახასიათებელი უსამართლობაზე თვალის დახუჭვა.ხალხი ხედავდა რომ ტეტჩერს შეეძლო სხვისი სატკივრის გულტან ახლოს მიტანა და ამით ხალხის უპირობო ნდობასა და ერთგულებას იღებდა.


მარგარეტ ტეტჩერი ავტოკრატი ლიდერი იყო. ის არ იყო თანამშრომლობითი ლიდერი.ამიტომ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. თუმცა უნდა აღინიშნოს ის რომ მას საკუთარი ქმედებების კონტროლის ძლიერი უნარი გააჩნდა. ავტოკრატული მართველობა დადებით ფაქტორებთან ერთად უარყოფითსაც მოიცავს. მაგალითად, უკმაყოფილებას კოლეგებთან და თანამშრომლებთან იმის გამო რომ მათ არ აქვთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება, მაგრამ ტეტჩერი ასეთ შემტხვევებსაც ძალიან კარგად ართმევდა თავს და მას შეეძლო ამ უარყოფითი ფაქტორის გადაფარვა მისი უნარებით თავისი ქმედებები სწორად გაეთვალა და კონფლიქტი აერიდებინა ტავიდან.


სიტუაციის შესაბამისად მოქმედების უნარი ბევრჯერ გამოადგა მას როგორც საგარეო ასევე საშინაო ურთიერთობებში. ტეტჩერი ენდობოდა თავისი რწმენებით და ღირებულებებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.


საბოლოოდ კი შეგვიძლია ნამდვილად თავისუფლად ვთქვათ, რომ მარგარეტ ტეტჩერს გააჩნდა ლიდერისთვის დამახასიათებელი ძალიან ბევრი თვისება: დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, თვითეფექტურობა, საკუთარი თავის გამოვლენისკენ სწრაფვა, გამბედაობა, კეთილსინდისიერება, სამართლიანობა, მარალი ემოციური ინტელექტი და ა.შ., რომლებმაც განაპირობეს მისი ლიდერული საქმიანობის წარმატება. ეს ქალბატონი, მისი ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ, ნამდვილად სამართლიანადაა მსოფლიო ლიდერების სათავეში.

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ლიპარტელიანი
თამარ ლიპარტელიანი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0