x
image
მადამ ფისუნია
ისტორია მეორდება! (20-იანი წლებისს პანდემიის ქრონიკები)
imageოდესღაც, ვიღაცამ სადღაც მოიგონა გამონათქვამი, რომ "დიდ უბედურებებს დიდი დღესასწაულები მოსდევს" (და პირიქით). ეს გამონათქვამი ჩვენს დროში მეტად პოპულარული და ალბათ ყველაზე ახლოს მდგომიცაა რეალობასთან, მაშინ, როდესაც მრავლად გვაქვს ბრძოლა გადარჩენისთვის და ნაკლებად - წვეულებები.

გულწრფელად რომ ვთქვათ, რა უნდა იყოს იმაზე მშვენიერი აღსასრული, ვიდრე ანარქისტული დიდი წვეულებაა?

ერთი საუკუნის წინ პანდემიამ მოიცვა სამყარო და მას მოჰყვა დიდი დინამიზმის პერიოდი

imageისტორიის პატარა გაკვეთილი ყველასთვის: 1918 წელს, მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, ესპანურმა გრიპმა მოიცვა სამყარო, რამაც განადგურება გამოიწვია და უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. იმაზე მეტი, ვიდრე ორივე ომმა ერთად. ავადმყოფობის აღკვეთას ორი წელი დასჭირდა და 1920 წელს დაიწყო გამოჯანმრთელება. რის შემდეგაც მომდევნო ათწლეულმა თანამედროვეობა მოიტანა, უამრავი კულტურული და მხატვრული წინსვლით. 20იანი წლები - ეს იყო დღესასწაულების, დიდი ხნის უიმედობისა და "დაკარგვის" შემდეგ თავისუფლებით ტკბობის დრო.imageამერიკაში სწორედ 20-იანი წლებიდან დაიწყო ჯაზი და სიმდიდრე და ეკონომიკის ზრდაც ამასთანავე. ახლა უკვე ქალებს შეეძლოთ ესარგებლათ ნაკლებად შეზღუდული წესებით და კანონებით ვიდრე წინა პერიოდებში და ხალხში საერთო განწყობა იყო გათავისუფლების. მართალია, ეს მხოლოდ 1929 წლამდე გაგრძელდა, დიდი დეპრესიამდე (მაგრამ ეს სხვა დროის თემაა).


imageესპანური გრიპის მსგავსი, ამჟამინდელი პანდემია, რომელმაც მრავალი დედამიწელი "გააუბედურა", აუკრძალა გარეთ გასვლა და სხვა ადამიანებთან ერთად დროის გატარება, სავარაუდოდ, მოგვიტანს 20-იანი წლების სხვა, ახალ ვერსიას. და კვლავ ვიხილავთ ჩვენი სამყაროს განვითარების ახალ ეტაპებს.

ყოველი გადადებული დღესასწაული, ოჯახური თავყრილობა, ჩახუტება, კოცნა... იქნება ბევრად ტკბილი და ბედნიერების მომტანი ვიდრე ოდესმე.


0
142
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0