სხვა 70 წლის ბებო, რომელმაც ერთი წლის მანძილზე 52 პლაჟი დაასუფთავა, მას შემდეგ რაც პლასტიკური დაბინძურების შესახებ დოკუმენტურ ფილმს უყურა 2019, 10 ივნისი, 14:11 იმისათვის რომ გარემო დავიცვათ, ყველანი ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ მასზე. მაგრამ ცოტა თუ იცნობს სამოცდაათი წლის ბებოს გაერთიანებული სამეფოდან, ფეთ სმიტს, რომელმაც უკვე ორმოცდათორმეტი პლაჟი საკუთარი ძალებითა და სახსრებით დაასუფთავა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო რაც მოხუცმა დოკუმენტურ ფილმს უყურა პლასტიკური დაბინძურების შესახებ. მან უკვე 52 სხვადასხვა სანაპირო დაასუფთავა კორნვალში, გაერთიანებული სამეფოს სამხრეთ სანაპიროზე. და როგორც თავად აცხადებს ის არ აპირებს გაჩერებას. ზოგჯერ ხალხს ჰგონია, რომ სმიტი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს რომელიღაც დანაშაულისთვის, მაგრამ ეს აზრი მცდარია, როგორც თავად ფეთი აცხადებს, ხალხი ვერ ხვდება და ვერ იჯერებს, რომ ამ ყველაფერს ქალბატონი ნებაყოფლობით აკეთებს. მისი აზრით ჩვენ ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა გარემოს სისუფთავეზე და მინიმუმ არ დავაბინძუროთ იგი, თუ სხვების მიერ დაბინძურებულს არ დავასუფთავებთ. 137 1-ს მოსწონს
|