x
"შეიძლება მოგეჩვენოთ,რომ ჯანსაღი კვება არის უგემური თუმცა.."-მაია ასათიანის კვების რუტინა

"შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჯანსაღი კვება არის უგემური თუმცა.."-მაია ასათიანის კვების რუტინა

ტელეწამყვანი მაია ასათიანი, იმისთვის, რომ ფორმიდან არ ამოვარდეს, სხეულის ტონუსში მოსაყვანად ჯანსაღი კვების წესს მისდევს და ვარჯიშობს. მის ახალ ვიდეოს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა აღნიშნა, რომ შესანიშნავ ფორმაშია.

"წლების მანძილზე ჯანსაღად ვიკვებები.შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არის უგემური.შვრიას ვხარშავ 12 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ სეზონური ხილი, რაც გაქვთ.ვუმატებ მარწყვს, მაყვალს, ნუშს და ნიგოზს, სელის მარცვლებს და ჩიას.გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის დიეტური საჭმელი, ვინც დიეტაზე ხართ შვრია მიირთვით ამ ყველაფრის გარეშე.არავითარ შემთხვევაში არ დაამატოთ შაქარი, მთელი შრომა წყალში ჩაგეყრებათ.ყავა მიყვარს რძით, თუმცა ბოლო წლებია აღარ ვიყენებ ძროხის რძეს, რადგან იწვევს საშინელ შებერილობას.ვიყენებ სოიოს რძეს, რაც უფრო სასარგებლოა.ჩემი ყავის განუყოფელი ნაწილია დარიჩინი.''



1
655
2-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
655
  
2020, 27 დეკემბერი, 2:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1