x
image
ირინა მ.
ლაიფჰაკები საახალწლო სუფრისთვის, გავაოცოთ სტუმრები
image

მრავალწლოვანი ტრადიციით, ახალი წლის ღამე, ეს უპირველეს ყოვლისა ლამაზად გაწყობილი სუფრაა. მაგრამ, ხომ შეიძლება, ახალი წლის წინა დღეები სულ სამზარეულოში არ გავატაროთ? ლაიფხაკები საახალწლო სუფრისთვის დაგვეხმარება დრო ეკონომიურად გამოვიყენოთ და სასიამოვნოდ გავაოცოთ სტუმრები.

საახალწლო განწყობა სტუმრებს ჯერ კიდევ მაშინ უნდა შევუქმნათ, სანამ მთავარ კერძებს მივართმევთ. ასეთ განწყობა ჩვენივე ხელით ხელსახოცებისგან შექმნილი კრეატიული ნაძვის ხეებმაც შეიძლება შეგვიქმნას.

როგორ ავაწყოთ ხელსახოცებისგან ნაძვის ხე:

1. ხელსახოცი გადავკეცოთ შუაზე და მერე კიდევ შუაზე (ჩვეულებრივ სწორედ ასეც იყიდება შეფუთვით).

2. მიღებული კვადრატი მოვაქციოთ ღია ნაპირით ჩვენსკენ.

3. აკურატულად გადავკეცოთ ყოველი ფენა ზემოთ, ვეცადოთ მანძილები თანაბარი იყოს.

image

4. მთლიანად გადავაბრუნოთ ნაკეთობა, გადავკეცოთ გვერდითა მხარეები ცენტრისკენ. ისინი ერთმანეთს დაედება.

image

5. გადმოვაბრუნოთ ნაძვის ხე და ამოვატრიალოთ, წვერო ზემოთ ჰქონდეს მოქცეული.

6. ახლა ყოველი სამკუთხა "ჯიბე", დაწყებული ზემოთა ჯიბიდან, გადავკეცოთ ზემოთა მიმართულებით და ქვედა გადაკეცილი წვერო ზემოთას ქვეშ დავმალოთ.

image

7. ბოლო, ქვედა ფენა გადავკეცოთ უკანა მხარეს, რაც გაამაგრებს ჩვენი ნამუშევრის კონსტრუქციას.


image

8. დავამატოთ იმპროვიზირებული ხის ღერო და ვარსკვლავი ნაძვის ხის წვეროზე.

image

(მოცემულ ფოტოზე გამოყენებულია დარიჩინის ტოტი და ანისის ვარსკვლავი).

როგორ გავაციოთ შამპანური სწრაფად პირსახოცის საშუალებით.

image

1. დავასველოთ სამზარეულოს პირსახოცი, ოდნავ გავწუროთ, ისე, რომ წყალი არ წვეთავდეს.

2. შემოვახვიოთ ბოთლს და შევდგათ საყინულეში.

image

სისველე თანაბრად გააციებს ბოთლს ჩვეულებრივზე შედარებით ჩქარა, დაახლ. 10-15 წუთში.

სადღესასწაულო კოქტეილებისთვის ყინულსაც სადღესასწაულო სახე მივცეთ

image

1. ფორმები ყინულისთვის შევავსოთ მცირე ზომის კენკრით: ალუბლით, მალინით და სხვ. ჩვენი გემოვნებით. დაუმატოთ პიტნის ან მელისას ფოთლები.

2. დავასხათ ადუღებული და გაციებული წყალი (ადუღებული და გაციებული წყალი გაყინვისას გამჭვირვალე ხდება, ხოლო უბრალოდ წყალი-გაუმჭვირვალე)

3. შევდგათ საყინულეში ყინულის წარმოქმნამდე.

image

გალღობისას კენკრა და პიტნა სასმელს თავისებურ გემოს აძლევს.

სალათები სუფრაზე მიტანამდე ჯობია ცოტა ხნით ადრე შევკმაზოთ მაიონეზით

image

ხანდახან ყველაზე საყვარელი სალათებიც კი არასასურველად იქცევა დღესასწაულის მეორე დღეს, რადგანაც ერთიანი მასა ხდება. ამიტომ უფრო უკეთესი იქნება მაიონეზით სალათის მხოლოდ ის ულუფა შევკმაზოთ, რომლის მიტანასაც ვაპირებთ სუფრაზე და არა მთლიანი მასა. აგრეთვე თუ არის იმის საშუალება, რომ დაჭრილი ინგრედიენტები ერთმანეთისგან განცალკევებული გვქონდეს, სტუმრების მოსვლის წინ შეურიოთ ერთმანეთს და შევკმაზოთ მაიონეზით, უკეთესი იქნება.



იხილეთ შემდეგი სტატიებიც:




1. მავნე ყოფითი ჩვევები, რომელიც არ უნდა ჰქონდეს კარგ დიასახლისს


2. შესაძლებელია თუ არა სამედიცინო ნიღბის გამუდმებული ხმარებისას ყურების ფორმა შეიცვალოს?


3. იცოდით თუ არა, რისგან ამზადებენ კიბორჩხალის (კრაბის) ჩხირებს?


4. ყავის ნაირსახეობები: გამჭვირვალე ყავა, ყავა ცხელი ნახშირით, ღვინოზე დამზადებული ყავა და ა.შ.


5. ნუ შეიძენთ ამ პროდუქტებს: ჯანმრთელობისთვის სახიფათოა


6. 3 მეთოდი ყავის კოფეინის ჭარბი რაოდენობის გასანეიტრალებლად


7. იცოდით თუ არა, რომ ზოგიერთ ხილ-ბოსტნეულს ადრე სხვა გემო და ფორმა ჰქონდა


8. 12 პროდუქტი, რომელიც უნდა ამოვიღოთ დილის კვების რაციონიდან





0
99
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0