ორსულობა და ბავშვი ანტირეკორდი: ყველაზე მსუქანი ქალები, რომლებმაც ჯანმრთელი ბავშვები გააჩინეს 2020, 24 დეკემბერი, 15:54 "ბოდიპოზიტივი" მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება, პლუს - ზომის მოდელებით უკვე ვეღარავის გააკვირვებ, საზოგადოებაში (და რაც მთავარია, თავად ქალებში) ჭარბი წონის მიმართ დამოკიდებულება თანდათან იცვლება, თუმცა დიდი წონა ჯანმრთელობისთვის მაინც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რომ აღარაფერი ვთქვათ დაორსულებასა და მშობიარობაზე, და თუკი ჭარბწონიანი ქალი დაფეხმძიმდა, მაშინ როგორც თავად მას, ასევე მის პატარასაც დიდი საფრთხე ემუქრება, თუმცა ზოგიერთ ჭარბწონიანს არა მხოლოდ მთელი ორულობა ყოველგვარი გართულებების გარეშე გადააქვს, ასევე სრულიად ჯანმრთელ ბავშვებსაც აჩენს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ქალბატონს, რომლებმაც დიდი წონის მიუხედავად ჯანმრთელი ბავშვები გააჩინეს.ტეს ჰოლიდეი, წონა 155 კგ.ტესი პლუს ზომის ცნობილი მოდელია. 2016 წლის ივნისში გოგონამ მეორე ვაჟი, სახელად ბოუი გააჩინა. ტესის პირველი ვაჟი ძმაზე 10 წლით უფროსია.პაულინ პოტერი, წონა 330 კილოგრამიპაულინი გათხოვილი რამდენჯერმე გახლდათ, თუმცა მის ცხოვრებაში ჭარბი წონის გამო ყოველთვის ყველაფერი ერთი და იგივე სცენარით სრულდებოდა. პაულინის ოჯახის წევრებსაც ასევე ჭარბი წონის პრობლემა აღენიშნებათ, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი გენეტიკურია, თუმცა ასეთი დიდი წონის მიუხედავად ქალმა ჯანმრთელი ვაჟის გაჩენა მაინც შეძლო.მონიკა რაილი, 317 კილოგრამიგაგიკვირდებათ და, მონიკა მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ქალის ტიტულზე ოცნებობდა, რომლის ამ უცნაურ სურვილს მისი მეუღლეც მხარს აქტიურად უჭერდა, დასახული მიზნის მისაღწევად ის სპეციალურ ცილოვან კოქტეილებს სვამდა და თავს უარს არაფერზე ეუბნებოდა, ხოლო მას შემდეგ რაც საკუთარი ორსულობის შესახებ შეიტყო, მონიკამ მსგავსი ექსპერიმენტების საკუთარ თავზე ჩატარებას თავი დაანებდა. გოგონა დიდი ხნის განმავლობაში ფეხმძიმობის ამბავს ვერ იჯერებდა, ვინაიდან მას მანამდე მუცელი ორჯერ მოეშალა, თუმცა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, რაც ულტრაბგერით სკანირებაზე მომავალი ქალიშვილი დაინახა.344 შეფასება არ არის |